ნეიმარი სიმულაციებზე: "ფიქრობთ, მინდა მუდმივად მირტყამდნენ?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი სიმულაციებზე: "ფიქრობთ, მინდა მუდმივად მირტყამდნენ?"


ნეიმარი სიმულაციებზე:

მოგეხსენებათ, "პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი, ნეიმარი 2018 წლის მუნდიალზე სიმულაციაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

26 წლის სუპერვარსკვლავმა მისდამი ამ ბრალდებას უპასუხა.

"ფიქრობთ, მინდა მუდმივად მირტყამდნენ? არა, ეს მტკივნეულია. მატჩების შემდეგ ოთხი-ხუთი საათით ყინულს ვიდებ და ეს რთულია. ეს თუ ვერ იგრძენით, მაშინ ვერასოდეს გაიგებთ".

"ყველა ეს ხუმრობა ვნახე, მაგრამ მათ იუმორით ვიღებ. გუშინ ინსტაგრამზე ბავშვებთან ერთად ამაზე ხუმრობა გამოვაქვეყნე კიდეც".

"ჩემი ფეხბურთი დრიბლინგზე, ოპონენტებთან ბრძოლაზეა აგებული. მეტოქის წინ ვერ გავჩერდები და ვერ ვიტყვი: ძვირფასო, ბოდიში, მაგრამ გატანა მინდა. ეს შეუძებელია. უნდა მოვატყუო, რაღაცის გაკეთებას ვეცადო, თუმცა, რადგან ის უფლებას არ მაძლევს გავცდე, წესების დარღვევას ცდილობს".

"უმეტეს შემთხვევაში ჩემს მოწინააღმდეგეზე სწრაფი ვარ. მირტყამენ, რეფერიმ კი ასეთი სიტუაციები უნდა დააფიქსიროს", - თქვა ნეიმარმა Sky Sports-თან საუბრისას.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები