ავტორიზაცია

რონალდუ: "სამშაბათს ვისაუბრებ"

რონალდუ: "სამშაბათს ვისაუბრებ"
თარიღი 26 აპრ 2013, 15:11
"რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში განადგურებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. პორტუგალიელი თავისი სიტყვის თქმას სამშაბათს აპირებს, როდესაც მისი გუნდი გერმანულ კლუბს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდება. "ახლა არაფერს არ ვიტყვი, სამშაბათს ვისაუბრებ", - განაცხადა რონალდუმ, რომლის მიერაც დორტმუნდში გატანილი გოლი "რეალს" საპასუხო შეხვედრაში მცირე შანსებს უნარჩუნებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელ თავდამსხმელს მეტოქეთა კარი უკვე 12-ჯერ აქვს დალაშქრული. წყარო: Marca