Goal.Ge

თარგამაძე: "მჯერა, საბურთალოსთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ და ქართველი ქომაგების გულებს გავახარებ"


თარგამაძე:

დავით თარგამაძე, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, მოუდანს უბრუნდება – 28 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა “საბურთალოს” დაუკავშირა და დედაქალაქელებთან ერთად ეცდება წარმატების მიღწევას.

ფეხბურთელს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე "საბურთალოს" ოფიციალური გვერდი ესაუბრა.

– წვივის ძვლის მოტეხილობა მქონდა, რის გამოც ძალიან დიდი დრო გამიცდა. მადლობა ღმერთს, რომ ფეხი აღარ მაწუხებს და შემიძლია ვარჯიში. გუნდთან ერთად რომ ჩავერთე საწვრთნელ პროცესში, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო. ამ ხნის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე, რთული დრო გავიარე, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დავიწყებულია და ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ.

– როგორ დაიწყო თქვენი და “საბურთალოს” ურთიერთობა?

– საქართველოს ჩემპიონატს თვალს სისტემატურად ვადევნებ, “საბურთალომ” ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც ტრავმამ გამიარა და გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება, მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვთხოვე კლუბში თუ იყო ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა. გიორგი გვერდში დამიდგა და დავიწყე ვარჯიში. სწორედ, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს “საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ.
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა უკრაინიდან, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გავატარე, მაგრამ უარი ვთქვი. უცხოეთში რომ მიდიხარ, კარგად უნდა წარმოაჩინო თავი. ჯერ სპორტული ფორმა მაქვს აღსადგენი, ევროპაში ასპარეზობას მომავალშიც შევძლებ.

– “საბურთალოში” თვეზე მეტია ვარჯიშობთ. მანამდე რა ინფორმაცია გქონდათ თქვენს ახალ კლუბზე?

–ვიცოდი, რომ კლუბი ახალგაზრდული იყო, ამბიციური და პერსპექტიული. ფეხბურთელების უმეტესობას არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მათი დიდი ნაწილი ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. “საბურთალოს” დიდი მიზნები და გეგმები აქვს, მჯერა ეტაპობრივად ყველაფრის მიღწევას შეძლებს.

– რა იყო პირველი, რაზეც “საბურთალოზე” არჩევანი შეაჩერეთ?

თბილისური კლუბის სათამაშო სტილი, ჩემს გემოვნებაში ჯდება. “საბურთალო” სწრაფი, შემტევი და სანახაობრივი სტილის მიმდევარია. შეიძლება ითქვას, რომ მსგავს ფეხბურთს არცერთი ქართული გუნდი არ თამაშობს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოში “საბურთალო” გამორჩეული კლუბია. ბევრისგან მსმენია “საბურთალოს” ხელმძღვანელების სწორი ხედვა ფეხბურთისადმი. არ შეიძლება ამ ყოველივემ შედეგი არ მოიტანოს. უბრალოდ, ყველაფერს დრო სჭირდება.

– გამოცდილი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც ევროპის რამდენიმე წამყვან კლუბში გითამაშიათ. თქვენი გადმოსახედიდან, კლუბის ამ შემადგენლობას, შეუძლია ჩემპიონობის მოპოვება?

არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა, არამედ ამ კონტიგენტს რომელიმე ევროტურნირებზე ღირსეული და წარმატებული თამაში შეუძლია. ევროსარბიელზე მთავარია ფიზიკურად კარგად წარმოაჩინო თავი და 90 წუთი ბოლომდე იბრძოლო. ქართველები ოდითგანვე გამოვირჩეოდით ტექნიკით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა ფიზიკური კონდიციების კარგად წარმოჩინებაა.

– ეროვნული ლიგის მატჩებს ესწრებით. რა სხვაობებს ხედავთ ახლანდელ პირველობასა და რამდენიმე წლის წინათ გამართულ ჩემპიონატებს შორის?

ეროვნულ ლიგაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. უბრალოდ ამ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება და ხელშეწყობა უნდათ. რაც შეეხება უშუალოდ პირველობას, რა თქმა უნდა სათამაშო დონე არ არის სასურველი და გვინდა, რომ უფრო მაღალი დონის პირველობა გვქონდეს, მაგრამ ამაზე ფეხბურთის ფედერაციაში ბევრს მუშაობენ. მჯერა შრომა შედეგს გამოიღებს. ჩემპიონატი რომ არ არის სასურველი, სტადიონზე გულშემატკივრების დასწრების რაოდენობითაც გამოიხატება, თუმცა იმედი მაქვს ქომაგი სტადიონზე ისევ დაბრუნდება.

– საუბრის ბოლოს – რას ეტყვის დავით თარგამაძე თავის გულშემატკივარს

ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის მადლობას გადავუხდი. ეს ფაქტორი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ძალას მმატებს.
რაც შეეხება გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ ჯერ არ დამთავრებულა ჩემი საფეხბურთო კარიერა. მჯერა, “საბურთალოსთან” ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ და ქართველი ქომაგების გულებს გავახარებ.

სკ.საბურთალო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ის, რაც რონალდუსაც არ გაუკეთებია - ბენზემას დიდებული მიღწევა

მადრიდელთა ფორვარდმა ის მოახერხა, რაც კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჰქონდა გაკეთებული.

დღეს, 20:14

ბენზემას ბენეფისი და ჰეთ-ტრიკი - რეალმა ბილბაოს მოუგო და მესამე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

დღეს, 20:05

სიტიმ ზაფხულისთვის მთავარი სამიზნეები შეარჩია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

დღეს, 20:01

სოლსკიაერი: "გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

დღეს, 19:54

ცნობილია თანხა, რომლის გადახდაც რეალს აზარის სანაცვლოდ მოუწევს

"ჩელსის" გარემარბ ედენ აზარის "რეალში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკიხია.

დღეს, 19:48

დიდი 10: არმაზმა მოქმედი ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და წინასწარ ფინალშია

დიდი 10: არმაზმა მოქმედი ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და წინასწარ ფინალშია

დღეს, 19:26

პირველად ისტორიაში - მანჩესტერის მორიგი ანტირეკორდი

პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ევერტონთან" (0:4) განადგურდა.

დღეს, 19:17

პირველად ისტორიაში - სოლსკიაერის მანჩესტერის საშინელი სერია

დღეს, პრემიერ ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ევერტონთან" ანგარიშით 0:4 განადგურდა.

დღეს, 19:13

აზარის ძმა პრემიერ ლიგაში? - ტორგანისთვის გრანდები იბრძვიან

"გლადბახის" თავდამსხმელმა, ტორგან აზარმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:00

პრობლემა, რომელიც პოგბას რეალში ტრანსფერს უშლის ხელს

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავის, პოლ პოგბას დამატება სურს.

დღეს, 18:55

მანჩესტერ სიტიმ "ახალი მესი" იპოვნა

ავტორიტეტული გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:48

ზიეჩის შეძენა 5 ევროპულ გრანდს სურს

"აიაქსის" ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

დღეს, 18:43

პსჟ 75-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა "პსჟ"-ში ვიხილოთ.

დღეს, 18:38

მან.იუნაიტედი ევერტონთან განადგურდა - ოთხეულზე ოცნება წარსულს ბარდება? [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მერსისაიდის ლურჯ ნაწილში კატასტროფა განიცადა.

დღეს, 18:23

ხეტაფემ სევილია 3-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩა [VIDEO]

პრინციპულ შეხვედრაში "ხეტაფემ" მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

დღეს, 18:18

დელე ალი: "ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მუნდიალზე მიღებული გამოცდილება უნდა დაგვეხმაროს"

"ტოტენჰემის" ნახევარმცველს, დელე ალის, ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი აქვს.

დღეს, 17:43

როგორ უნდა დაუბრუნდეს რეალი გამარჯვებების გზას? ზეედორფის რჩევა ზიდანს

კამერუნის ნაკრების მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა, ზინედინ ზიდანის "რეალში" მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 17:40

ვიდალი: "ბარსელონასთვის ყველაფერს გავაკეთებ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მოახლოებულ ჩემპიონობაზე ისაუბრა:

დღეს, 17:31

რატომ გაუშვა მანჩესტერმა ზაა?

"კრისტალ პალასის" ლიდერმა უილფრიდ ზაამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 17:23

ბარსელონამ რეშფორდის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

The Daily Express-ის ცნობით, "ბარსელონამ" მარკუს რეშფორდის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 16:54

ატლეტიკომ კოვაჩიჩის თაობაზე უარი მიიღო

AS-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკო" მატეო კოვაჩიჩის გადმობირებას ცდილობდა, მაგრამ "როხიბლანკომ" მეზობელი "რეალისგან" უარი მიიღო.

დღეს, 16:45

გვარდიოლა: "VAR-ზე საუბარმა დამღალა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ვიდეო გამეორებების სისტემის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

დღეს, 16:30

სოლსკიაერი: "ბარსელონასთან მარცხი სირცხვილი არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე-გუნარ სოლსკიაერმა "ბარსელონასთან" მარცხი გაიხსენა:

დღეს, 16:12

ხაბიბი: "პორიეს პატივს ვცემ, მაგრამ ისევე გავუმკლავდები, როგორც ყველას"

UFC-ს ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, დასტილ პორიესთან ბრძოლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:04

იგუაინი: "ადრე, კრიტიკის მოსმენის შიშით, ქუჩაშიც კი ვერ გავდიოდი"

ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა, აღნიშნა, რომ ადრე, კრიტიკის ძალიან ეშინოდა.

დღეს, 14:49

რენატო სანჩესი: ალბათ, იჯარით წავალ, ხუთი წუთით მოედანზე გასვლა საკმარისი არ არის"

"ბაიერნის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ გუნდის დასატოვებლად მზადაა.

დღეს, 14:35

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონობის გასაფორმებლად ფლორენციის "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ფრეც ჰყოფნიდა,

დღეს, 14:33

ტიერი ანრი თავის ყოფილ გუნდს ჩაიბარებს - Sky Sports

ფრანგი ექს-ფეხბურთელი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.

დღეს, 14:32

ყველა სიახლე