მინა: "თუ ბარსელონას არ ვუნდივარ, საუკეთესო ვარიანტს მოვძებნი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მინა: "თუ ბარსელონას არ ვუნდივარ, საუკეთესო ვარიანტს მოვძებნი"


მინა:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონამ" ლენგლე დაიმატა და გუნდში უკვე 5 ცენტრალური მცველია (ლენგლე, პიკე, უმტიტი, მინა, ვერმაელენი).

ამ ფაქტის გამო კოლუმბიელი მცველი ღელავს და ფიქრობს, რომ სხვა კლუბი მოძებნოს. ის "ბარსელონამ" ზამთარში დაიმატა და დიდად სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

ცხადია, რომ ლენგლეს დამატების შემდეგ, ვალვერდეს გეგმებში მინა საერთოდ არ იქნება.

"ბარსელონასთან კონტრაქტი მაქვს და მსურს, რომ წარმატებას სწორედ ამ კლუბში მივაღწიო. ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის დროს არა ერთი შეთავაზება მივიღე სხვა კლუბებისგან, თუმცა ახლა მხოლოდ დასვენებით ვტკბები.

ამის შემდეგ ვნახოთ, რა როგორ იქნება. თუ "ბარსელონას" ჩემი გუნდში გაჩერება არ სურს, საუკეთესო ვარიანტი უნდა მოვნახო, თუმცა ამ კლუბში თამაში მსურს, რადგან მსოფლიოში საუკეთესოა", - განაცხადა მინამ.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები