"რონალდუსთან თამაშზე ვოცნებობ", - რეალის ახალწვეული, რომელსაც კრიშტიანუ აღარ დახვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რონალდუსთან თამაშზე ვოცნებობ", - რეალის ახალწვეული, რომელსაც კრიშტიანუ აღარ დახვდა



როდრიგო 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას 3 თვის წინ მიაღწია.

ბრაზილიელი ფორვარდი "სამეფო კლუბს" ან ზაფხულის ბოლოს შეუერთდება, ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

მან ახალ გუნდსა და კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა, თუმცა "რეალში" მისულ როდრიგოს კრიშტიანუ იქ აღარ დახვდება.

"რეალი მსოფლიოში ყველაზე დიდებული გუნდია, რომლის წინადადებაზეც ბევრი ფიქრი არ არის საჭირო. ფინანსების მიუხედავად, მე ამ გუნდში გადასვლა ვამჯობინე.

ჩემი ბავშობის ოცნება იყო, რომ რონალდუს გვერდზე მეთამაშა. ნეიმართან ერთად, კრიშტიანუ ჩემი კუმირია.

ოდნავ დამწუხრებული ვარ, რომ რონალდუმ გუნდი დატოვა", - განაცხადა როდრიგომ.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები