უეფამ რომას მფლობელს 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უეფამ რომას მფლობელს 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა


უეფამ რომას მფლობელს 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა

"რომას" მფლობელს ჯეიმს პალოტას ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

2017-2018 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "რომა" "ლივერპულთან" დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრის დროს რომაელები მსაჯით უკმაყოფილოები იყვნენ.

ჯეიმს პალოტამ დამირ შკომინა საჯაროდ გააკრიტიკა, რაც უეფას წესების თანახმად აკრძალულია.

შესაბამისად, გუნდის მფლობელს ევრო ტურნირების შეხვედრების დროს, 3 თვის განმავლობაში სტადიონზე მისვლა აკრძალული ექნება.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები