კვერკველიას 90 წუთი და პირველი მოგება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვერკველიას 90 წუთი და პირველი მოგება


კვერკველიას 90 წუთი და პირველი მოგება

გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მოსკოვის "ლოკომოტივსა" და თურქულ "ახისარს" შორის.

პირველი ტაიმი უგოლოდ სრულდებოდა, თუმცა რამდენიმე წამით ადრე, თურქებმა გაიტანეს და შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა ძალები მოიკრიბა, 20 წუთიან შუალედში 2 გოლი გაიტანა და 2:1 გამარჯვება.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ლოკომოტივის" ქართველი მცველი საბა კვერკველია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.

ცნობილია, რომ "ლოკომოტივი" შემდეგ შეხვედრას 27 ივლისს, "ცსკა"-სთან გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები