ჰარტმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰარტმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა


ჰარტმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი ამჟამად "მანჩესტერ სიტისთან" ერთადაა და გუშინ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.

თუმცა თავად ჰარტი ამბობს, რომ ის მალე გუნდიდან წავა. მოგეხსენებათ, გვარდიოლა პირველ მეკარეებად ედერსონსა და ბრავოს მოიაზრებს.

"მინდა, რომ სადმე ახალ გუნდში წავიდე და ეს მალე მოხდება. ამდენი წელი ასეთ დონეზე ვთამაშობდი და ისეთ გუნდში უნდა გადავიდე, სადაც კვლავ მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მანჩესტერ სიტის არა სამუდამოდ, არამედ კვლავ იჯარის წესით დავტოვებ", - აცხადებს ჰარტი.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები