ლევან მჭედლიძე: "ამის გახსენება აღარ მინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევან მჭედლიძე: "ამის გახსენება აღარ მინდა"


ლევან მჭედლიძე:

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლევან მჭედლიძე "ემპოლიში" პირველი მატჩი ჩაატარა და ახალი, 7-ნომრიანი მაისურიც მოირგო.

"ეს პერიოდი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი და რთული იყო, ამიტომ ამის გახსენება აღარ მსურს. ექიმები და გულშემატკივრები ბოლომდე გვერდში დამიდგნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მათ გარეშე ყველაფერი უფრო რთული იქნებოდა.

ემპოლის მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ მენდობა. ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდები, მისი იმედები გავამართლო და მაქსიმუმი გავაკეთო.

რატომ ავირჩიე 7 ნომერი? ამის კონკრეტული მიზეზი არ მაქვს. 9 ნომერიც თავისუფალი იყო, თუმცა 7 ვარჩიე", - აცხადებს მჭედლიძე.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები