მანჩესტერი მაგუაირის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერი მაგუაირის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს იხდის


მანჩესტერი მაგუაირის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს იხდის

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველ გარი მაგუაირით კვლავ ინტერესდება, იუწყება Daily Mail.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნების" ბოსები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელში 65 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც აღინიშნება, მანჩესტერელებს აღნიშნული ტრანსფერების განსახორციელებლად სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის გაყიდვა მოუწევთ - საუბარია მარკოს როხოზე, ერიკ ბაილისა და კრის სმოლინგზე.

ამასთანავე, იწერება ისიც, რომ "მელიებს" მაგუაირის შენარჩუნება სურთ. ამისათვის ისინი მზად არიან მას ყოველკვირეული ხელფასი 75 ათას ფუნტამდე გაუზარდონ.

გასულ სეზონში მცველმა საკლუბო დონეზე 44 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

2018 წლის მუნდიალზე მაგუაირმა 7 შეხვედრაში დაიცვა ინგლისის ნაკრების ღირსება, 1 გოლი შეაგდო და 1 ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები