ჩელსი აზარის გაყიდვას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი აზარის გაყიდვას არ აპირებს


ჩელსი აზარის გაყიდვას არ აპირებს

"ჩელსიმ" "რეალს" აცნობა, რომ თავდამსხმელ ედენ აზარს 190 მილიონი ევროდაც კი არ გაყიდის, წერს Mirror.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლონდონელები 27 წლის ბელგიელის სწორედ ზემოთაღნიშნული თანხის სანაცვლოდ გასხვისებას დათანხმდნენ.

"არისტოკრატთა" ეს გადაწყვეტილება ახალ მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარის უკავშირდება, რომელიც აზარის გარშემო აპირებს გუნდის თამაშის წარმართვას.

თავად ფებხურთელმა არაერთხელ მიგვანიშნა, რომ ლონდონში გატარებული ექვსი წლის შემდეგ ახალი გამოწვევისთვის მზადაა.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ჩელსი" შემტევს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, გაუმჯობესებული პირობებით - 335 ათასი ევრო კვირაში ხელფასის სახით.

აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან თამაშობს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ბელგიელმა "ჩელსის" მაისურით 51 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები