მარსიალს თვალი ჩელსიმ და ბაიერნმა დაადგეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარსიალს თვალი ჩელსიმ და ბაიერნმა დაადგეს


მარსიალს თვალი ჩელსიმ და ბაიერნმა დაადგეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ანტონი მარსიალისადმი ინტერესს "ჩელსი" და "ბაიერნი" იჩენენ, იტყობინება Times.

თუმცა, აღინიშნება ისიც, რომ არცერთი ზემოთაღნიშნული კლუბი არ არის მზად ფრანგის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად, რომელიც 100 მილიონ ევროს შეადგენს.

თავის მხრივ, როგორც Mirror იუწყება, "ეშმაკუნებს" მარსიალთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 22 წლის შემტევს მანიკუნიანელებთან 2019 წლის ზაფხულში ეწურება. "იუნაიტედს" კი მისი 2020 წლამდე გახანგრძლივება უნდა.

აქამდე, ფეხბურთელის აგენტმა თქვა, რომ მის კლიენტს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა. მაშინ ფორვარდისადმი ინტერესს "ტოტენჰემი" და "იუვენტუსი" იჩენდნენ.

შეგახსენებთ, მარსიალი "ემიუში" 2015 წლიდან ირიცება. ამ დროის მანძილზე მან 136 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. "ეშმაკუნებთან" ერთად ანტონიმ ინგლისის თასი და სუპერთასი, ლიგის თასი, ასევე ევროპა ლიგა მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები