ბეილმა ქორწილი გააუქმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეილმა ქორწილი გააუქმა


ბეილმა ქორწილი გააუქმა

"რეალის" 28 წლის ნახევარმცველმა, გარეტ ბეილმა და მისმა 26 წლის საცოლემ, ემა რიზ-ჯონსმა ქორწილი გააუქმეს, რომელიც ამ ზაფხულს იტალიაში უნდა შემგარიყო, იუწყება The Sun.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მამამისთან გოგონას უთანხმოება იქცა. როგორც აღინიშნება, გარეტის სიმამრი საერთაშორისო თაღლითობის გამო (საქმე 2 მილიონ ფუნტს ეხება) ციხეში 6 წელიწადი იჯდა.

რიზ-ჯონსის აზრით, ქორწილის გადატანა მამამისთან ურთიერთობას დალაგებასა და ასევე მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ფიზიკური ფორმის დაბრუნებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, მაისში წყვილს ვაჟი შეეძინა (გარდა ამისა, მათ ორი ქალიშვილიც ჰყავთ).

გარეტმა და ემამ ერთმანეთი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნეს - ისინი კარდიფში ერთ სკოლაში სწავლობდნენ (Whitchurch High School).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები