ინტერი არტურო ვიდალს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი არტურო ვიდალს უმიზნებს


ინტერი არტურო ვიდალს უმიზნებს

"ინტერი" "ბაიერნის" ნახევარმცველ არტურო ვიდალთან კონტრაქტის გაფორმებით სერიოზულადაა დაინტერესებული, იუწყება Corriere dello Sport.

იტალიური გამოცემის თანახმად, ჩილელი ჰავბეკის ტრანსფერი შეიძლება იმ შემთხვევაში განხორციელდეს, თუ "ნერაძური" ფეხბურთელის ან ფეხბურთელების გაყიდვით 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

როგორც იწერება, იტალიური კლუბი ვიდალის გამო ნახევარმცველებს, მატიას ვესინოსა და რობერტო გალიარდინის შეელევა.

"ბაიერნთან" ვიდალს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.

გასულ სეზონში არტურომ საკლუბო დონეზე 35 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები