ლაციო შურლეთი დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაციო შურლეთი დაინტერესდა


ლაციო შურლეთი დაინტერესდა

"ლაციო" "ვესტ ჰემში" გაყიდული ფელიპე ანდერსონის შეცვლას "დორტმუნდის" ნახევარმცველ ანდრე შურლეთი გეგმავს, იუწყება Football Italia.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "დორტმუნდმა" გერმანელი შუახაზელი აშშ-ში წინასასეზონო შეკრებაზე არ წაიყვანა, აგენტმა თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძებნა დაიწყო.

როგორც იტყობინებიან, შურლესადმი ინტერესს "ლაციო" იჩენს.

თუმცა, რომაელების პრობლემა შურლეს ამჟამინდელ ხელფასში მდგომარეობს (4,5 მლნ ევრო წელიწადში, იტალიელები კი მზად არიან მას 3 მილიონი უხადონ).

დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები