ოზილმა გულშემატკივრებისა და პრესის კრიტიკას უპასუხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოზილმა გულშემატკივრებისა და პრესის კრიტიკას უპასუხა


ოზილმა გულშემატკივრებისა და პრესის კრიტიკას უპასუხა

"არსენალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა იმ გულშემატკივრებს მიმართა, რომლებმაც იგი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს.

29 წლის ფეხბურთელმა ღია წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"წარმოშობით ერთი ქვეყნიდან ვარ. გერმანიაში გავიზარდე, მაგრამ ჩემს ოჯახს თურქული სისხლი აქვს. ორი გული გამაჩნია: გერმანული და თურქული", - წერს ოზილი.

"ვიცი, ჩვენმა ფოტომ გერმანულ პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ტყუილში დამადანაშაულოს, მაგრამ ეს ფოტო, რომელიც ერთად გადავიღეთ, არანაიირი პოლიტიკური სახის არ ყოფილა. დედაჩემი არასოდეს მაძლევდა უფლებას დამევიწყებინა ის, თუ საიდან ვარ, თუ რა მემკვიდრეობა გადმომეცა და რა ოჯახური ტრადიციები მაქვს".

"პრეზიდენტ ერდოღანთან გადაღებული ფოტო პოლიტიკას ან არჩევნებს არ ეხება, უბრალოდ პატივს ვცემ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ჩემი ოჯახის ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ფეხბურთელი ვარ და არა პოლიტიკოსი, ჩვენი შეხვედრა კი პოლიტიკური სახის არ ყოფილა".

ოზილმა გულშემატკივრებისა და პრესის კრიტიკას უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტთან ფოტო ოზილთან ერთად გერმანიის ნაკრების სხვა ფეხბურთელმა, ილკაი გიუნდოგანმაც გადაიღო, რამაც 2018 წლის მუნდიალის წინ გერმანიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. ორივე ფეხბურთელს თურქული სისხლი აქვს, მაგრამ ისინი გერმანიაში დაიბადნენ და "ბუნდესთიმის" ღირსებას იცავენ. გერმანული პრესა ერდოღანთან შეხვედრის ფაქტმა და გიუნდოგანის სიტყვებმა ("ჩემი პატივცემული პრეზიდენტი") დიდად აღაშფოთა.

ფეხბურთელების მისამართით, განსაკუთრებით ოზილისადმი, კრიტიკის ახალი ტალღა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჩავარდნის შემდეგ წამოვიდა. პრესამ ფეხბურთელი გუნდის რიგებში ატმოსფეროს გაფუჭებაში დაადანაშაულა.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები