ნეიმარი მბაპეს წარმატებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი მბაპეს წარმატებას გამოეხმაურა


ნეიმარი მბაპეს წარმატებას გამოეხმაურა

"პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის თქმით, თანაგუნდელ კილიან მბაპესადმი განსაკუთრებულ სითბოს გრძნობს.

გარდა ამისა, 26 წლის ბრაზილიელმა ისიც დაამატა, რომ 19 წლის თავდამსხმელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიულოცა.

"რა თქმა უნდა, მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მივულოცე", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.com.

"მის გამო ბედნიერი ვარ. ის ბიჭია, რომლისადმიც განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობ".

"ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ვცდილობ ჩემი გამოცდილება შევძინო, რათა დავეხმარო იმაში, რომ კიდევ და კიდევ უკეთესი გახდეს".

მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები