ჩელსი ვილიანს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი ვილიანს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაყიდის


ჩელსი ვილიანს ბარსელონაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაყიდის

"ჩელსი" ნახევარმცველ ვილიანს "ბარსელონაში" "ცსკა"-ს ჰავბეკ ალექსანდრ გოლოვინის შეძენის შემთხვევაში გაყიდის, წერს გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo.

აქამდე, "არისტოკრატებმა" 29 წლის ბრაზილიელის თაობაზე კატალონიური გრანდის რამდენიმე წინადადება უარყვეს.

გოლოვინისთვის "მონაკოც" იბრძვის. 22 წლის რუსმა ევროპული კლუბების ყურადღება 2018 წლის მუნდიალზე მომხიბვლელი თამაშით მიიპყრო, სადაც ოთხი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

გასულ სეზონში გოლოვინმა არმიელთა ღირსება 43 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო და 7 ასისტიც მიითვალა.

ვილიანმა, თავის მხრივ, "ჩელსის" მაისურით 2017/18 წლების სეზონში 55 მატჩი გამართა, 13 ბურთი შეაგდო და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე იხილეთ:

დინამო ევროპა ლიგაზე - ჯოტია ცაავა, ანტი-რეკორდი და ჩაწყობილი მატჩი

ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? - MARCA-ს გამოკითხვა

განვლილი მუნდიალის 10 ყველაზე ლამაზი გოლი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები