Goal.Ge

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?



როგორც მოგეხსენებათ მესუტ ოზილმა დატოვა გერმანიის ნაკრები. ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი 2009 წლიდან გამოდიოდა "ბუნდესთიმში", რომლის შემადგენლობაში მან ჩაატარა 92 მატჩი და გაიტანა 23 გოლი. ეროვნული გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ოზილმა ღია წერილში ისაუბრა:

"ყველაზე მეტად მეწყინა გერმანიის ფეხბურთის კავშირის ჩემდამი ცუდი დამოკიდებულება, კერძოდ კი მისი პრეზიდენტის - რაინჰარდ გრინდელის პოზიცია. ერდოღანთან გადაღებული ფოტოს შემდეგ, იოაჰიმ ლიოვმა მთხოვა ბერლინში ჩასვლა და განცხადების გაკეთება, რათა ამ თემასთან დაკავშირებული პოლემიკა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

გრინდელისთვის მინდოდა ამეხსნა ჩემი წარმომავლობის, ფესვებისა და ამ ფოტოს გადაღების მიზეზების შესახებ, თუმცა ის არ მისმენდა და თავზე მახვევდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, რითაც აკნინებდა ჩემს სიტყვებს.

შემდეგ მე შევხვდი გერმანიის პრეზიდენტს - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. რაინჰარდისგან განსხვავებით ის უფრო პროფესიონალურად მიუდგა აღნიშნულ საკითხს. მან მომისმინა და გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

შტაინმაიერთან მივედით მე და ილქაი გუნდოგანი. გრინდელი ვერ მოხვდა ამ შეხვედრაზე, რის გამოც ძალიან გაბრაზდა. მას კიდევ ერთხელ სურდა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გაპიარება, ამჯერად უკვე ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე.

ჩვენ მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ აწი მხოლოდ ფეხბურთსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიფიქრებდით, თუმცა რაინჰარდმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ ასეთი ხმაურიანი სკანდალი მისი მონაწილეობის გარეშე მოგვარდა.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

მუნდიალის დასრულების შემდეგ გრინდელს აკრიტიკებდა ყველა, მან კი ნაკრების წარუმატებელ გამოსვლაში მე დამადანაშაულა. ახლა მე ვსაუბრობ არა მისთვის, არამედ გულშემატკივრებისთვის, მინდა დაწვრილებით ავხსნა გუნდიდან წასვლის მიზეზები.

აღარ მინდა ვიყო განტევების ვაცი და ვისჯებოდე სხვისი არაკომპეტენტურობის გამო. რაინჰარდს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდა ნაკრებიდან ჩემი მოკვეთა. საბედნიეროდ ლიოვმა და ბირჰოფმა დამიცვეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

გრინდელისა და მისი თანამოაზრეებისთვის მხოლოდ მაშინ ვარ გერმანელი როდესაც ვიგებთ, წაგების დროს კი იმმიგრანტი ვარ. მე ვიხდი გადასახადებს, ვცხოვრობ კანონიერად, ვეხმარები გერმანიის სკოლებს, ნაკრების შემადგენლობაში მოვიგე მუნდიალი, თუმცა რაინჰარდისნაირებს მაინც არ სურთ ჩემი მიღება.

2014 წელს მივიღე გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო, 2015-ში კი გერმანული ფეხბურთის საპატიო ელჩიც ვიყავი. ამ ყველაფრის შემდეგ არ ვარ გერმანელი? მეტი რა უნდა გავაკეთო? რა კრიტერიუმები გაქვთ, რომელშიც მე ვერ ვჯდები?

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

ჩემს მეგობრებს - მიროსლავ კლოზესა და ლუკას პოდოლსკის არასდროს ჰქონიათ მსგავსი პრობლემა, მათ არავინ მოიხსენიებდა გერმანელ პოლონელებად, მაშინ მე რატომ ვარ გერმანელი თურქი? პოლონეთი და თურქეთი ერთმანეთისგან განსხვავდება, არა? მე ხომ მუსულმანი ვარ, ისინი - არა.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

მე დავიბადე და გავიზარდე გერმანიაში, მაშასადამე გერმანელი ვარ, რატომ არ სურს საზოგადოებას ამ ფაქტის მიღება? გრინდელისნაირი კიდევ ბევრია, მე ვისმენდი შეურაცხყოფას პოლიტიკოსისგან ბერნდ ჰოლცჰაუერისგან და გერმანიის თეატრის უფროსისგან ვერნერ სტირისგან, მიზეზი - ისევ და ისევ ჩემი წარმომავლობა.

ეს არის ბინძური საქციელი, ზღვარი, რომელიც ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს. ისინი დისკრიმინაციას ასაღებენ როგორც პოლიტიკურ პროპაგანდას. მსგავსი ადამიანები მომენტალურად უნდა ტოვებდნენ თანამდებობას, რადგან არ იმსახურებენ საზოგადოების პატივისცემას.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

ერდოღანთან გადაღებული ფოტო იყო მხოლოდ მიზეზი თავისი რასისტული დამოკიდებულების გამოსახატად. ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ გულშემატკივრისგან, რომელმაც შვედეთთან მატჩის შემდეგ შეურაცხყოფა მომაყენა.

აღარაფერს ვამბობ სიძულვილით სავსე წერილებზე, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზე, ყველგან ერთი და იგივეა - სიბინძურე და მუქარა. ეს ხალხი წარსულის გადმონაშთები არიან, იმ გერმანიის, რომელიც დახურული იყო სხვა კულტურებისთვის.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

ბატონო რეინჰარდ, მე გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული. 2004 წელს ხომ სწორედ თქვენ იძახდით, რომ მულტიკულტურალიზმი არის სიცრუე და სისულელე. თქვენ ეწინააღმდეგებოდით ორმაგი მოქალაქეობის მიღების კანონს, მაგრამ სრულიად მშვიდად აღიქვავდით ისეთ სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემას როგორიც არის მექრთამეობა.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

თქვენნაირების გამო მე აღარ მინდა ნაკრების მაისურის ტარება. თავი მაგრძნობინეთ უვარგისად და მომენტალურად დაივიწყეთ ჩემი მიღწევები ეროვნულ გუნდში. რასობრივი დისკრიმინაციის გამომხატველი პირები არ უნდა იყვნენ მაღალ თანამდებობებზე.

გერმანიაში უამრავი ფეხბურთელია ორმაგი მოქალაქეობით და ჩემს შემდეგ კიდევ ვის უნდა აუცრუოთ გული ნაკრებზე? დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს მაინც მივიღე ეს უმძიმესი გადაწყვეტილება - დღეიდან აღარ ვიცავ გერმანიის ღირსებას საერთაშორისო არენაზე.

"როცა ვიგებ თქვენთვის გერმანელი ვარ, წაგებისას - იმმიგრანტი" - რატომ წავიდა ოზილი?

ეს იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ თქვენ არ შეიცვლით დამოკიდებულას ან პოსტს არ დატოვებთ. ჩემთვის არაა სასიამოვნო ვთამაშობდე იმ ქვეყნისთვის, რომელშიც თავს ვგრძნობ უცხოდ და ვისმენ უპატივცემულობას ჩემი მისამართით.

გერმანიის ნაკრების მაისურს ყოველთვის სიამაყით ვატარებდი, ახლა - აღარ. ფეხბურთი ჩემთვის არ არის გართობის და გამდიდრების საშუალება, მე ყველაფერი მივეცი "ბუნდესმანშაფტს", პასუხად კი რა მივიღე? კმარა დისკრიმინაცია."

გავიხსენოთ ოზილის გოლი თურქეთის კარში, რომელიც მან არ აღნიშნა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გაყიდვა თუ არა, იჯარით გაშვება მაინც - რეალმა ბეილის "მოშორების" გეგმა შეიმუშავა

მადრიდის "რეალის" სამომავლო გეგმებში გარეტ ბეილი არანაირად არ ჯდება.

დღეს, 15:55

ფელიშის იუვენტუსში გადასვლაში მთავარ როლს კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს?

ტურინულ გრანდს ვუნდერკინდის შეძენაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება.

დღეს, 15:51

ტუხელი: "პრეზიდენტი სულ მიმეორებს, რომ ამ ზაფხულს, სხვა კლუბებს მბაპეს შეძენის შანსი არ აქვთ"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კილიან მბაპეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:46

ალკოჰოლური ცურვა - დანი ალვეშმა პსჟ-ს ჩემპიონობა უცნაურად აღნიშნა [VIDEO]

ბრაზილიელმა მცველმა საფრანგეთის ჩემპიონობა უცნაურად აღნიშნა.

დღეს, 15:39

სარი: "ჟირუმ 39-ე მატჩი ჩაატარა, მეცხრე არა, 39-ე!, ოცდამეცხრამეტე!"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ოლივიე ჟირუ მოედანზე იშვიათად გადის.

დღეს, 15:26

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ზაფხულში არაერთი ტოპ-ფეხბურთელი შესაძლოა სხვა გუნდში სრულიად უფასოდ გადავიდეს.

დღეს, 15:08

ჩელსიში აზარს კოუტინიო შეცვლის?!

ზაფხულში, "ჩელსის" რიგები შესაძლოა ფილიპე კოუტინიომ შეავსოს.

დღეს, 14:32

"9.9-ბალიანი ყვინთვა იყო", - კარდიფის მწვრთნელმა სალაჰი წყალში მყვინთავ ტომ დეილის შეადარა"

"კარდიფის" მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, მოჰამედ სალაჰის მიერ მოპოვებულ პენალტზე ისაუბრა.

დღეს, 14:27

19 "მშრალი" მატჩი - პრემიერ ლიგის უკანასკნელი 10 წლის საუკეთესო შედეგი

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფს" 2:0 სძლია.

დღეს, 14:20

კლოპი: "მანჩესტერულ დერბიზე გავლენას ვერც ჩვენ მოვახდენთ და როგორც ჩანს, ვერც იუნაიტედი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მოახლოვებულ მანჩესტერულ დერბიზე ისაუბრა.

დღეს, 14:14

სარი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა უფრო მარტივია, ვიდრე ინგლისის თასის"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩემპიონთა ლიგა ძალიან გაბუქებულია.

დღეს, 14:09

მატიჩი: "თუ ვინმეს დადანაშაულება შეიძლება, ეს მე ვარ, მოედანზე ლიდერი არ გვყავდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა "ევერტონთან" მარცხი" დაიბრალა.

დღეს, 14:06

ტერ შტეგენი: "ლივერპულთან შეიძლება ყველაფერი მოხდეს"

"ბარსელონას" მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "ლივერპულთან" 1/2 ფინალურ მატჩებზე ისაუბრა:

დღეს, 13:54

ინტერმა იკარდის შემცვლელს მანჩესტერ იუნაიტედში მიაგნო

"ინტერი" მაურო იკარდის შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

დღეს, 13:52

კოუტინიო: "მესი ჩემი კუმირია"

"ბარსელონას" შემტევმა ფელიპე კოუტინიომ თავის თანაგუნდელებზე ისაუბრა:

დღეს, 13:44

ბარსელონა და აიაქსი კიდევ ერთ ტრანსფერს ამზადებენ

ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ფეხბურთელია, მატეის დე ლიგტიც 99%-ით უკვე კატალონიაშია.

დღეს, 13:24

ბექჰემის გუნდი ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერის გადმობირებას ცდილობს

დევიდ ბექჰემის გუნდი მაიამის "ინტერი" ვარსკვლავებს ეძებს.

დღეს, 13:09

მამის კვალდაკვალ - რონალდუს შვილმა პირველი ჯილდოები მოიპოვა

სანამ კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონობას ზეიმობდა, მისი შვილი პირველ ტიტულებს დაეუფლა.

დღეს, 12:58

პავარი: "ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ, ბაიერნმა ამიტომ მიყიდა"

"შტუტგარტის" ამჟამინდელმა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მცველმა ბენჟამენ პავარმა "რეკორდმაისტერში" ტრანსფერზე ისაუბრა:

დღეს, 12:41

600 გოლის მოლოდინში - რონალდუს ერთი ნაბიჯი აშორებს

კრიშტიანუ რონალდუ - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლეადორი ფეხბურთის ისტორიაში.

დღეს, 12:32

კიდევ რამდენჯერ უნდა გახდეს პსჟ ჩემპიონი საფრანგეთის ნომერ პირველი გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად?

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ გაიფორმა.

დღეს, 12:11

ნევილმა მანჩესტერის ფეხბურთელები მიწასთან გაასწორა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მოთამაშეები გააკრიტიკა:

დღეს, 12:01

რას აპირებს მალკომი?

"ბარსელონას" შემტევის მალკომის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებენ. თავად ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია.

დღეს, 11:51

რომელ ადგილს იკავებს ბენზემა რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში?

ფრანგი ფორვარდი "სამეფო კლუბში" მეათე სეზონს ატარებს.

დღეს, 10:53

ბენზემა: "ახალი ფორვარდის მოსვლა? ჩემთვის სულერთია"

ბილბაოს "ატლეტიკთან" გაფორმებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, ბენზემა პრესას გაესაუბრა.

დღეს, 10:41

ჟარდიმი: "თანაბარი მატჩი იყო, რომლის ბედიც კილიან მბაპემ გადაწყვიტა"

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა "პსჟ-სთან" წაგებული (1:3) შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 10:27

ოქროს ბუცი 2019: რონალდუ ათეულშიც არ არის, მესის მთავარი კონკურენტი მბაპეა

"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი, კილიან მბაპემ, ოქროს ბუცისთვის ბრძოლას განაგრძობს.

დღეს, 10:22

მილნერმა სალაჰს პენალტის შესრულების უფლება არ მისცა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში, "კარდიფისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა.

დღეს, 10:11

მბაპე: "ზიდანის დაბრუნება კარგია, რეალის თამაშებს გულშემატკივრის სტატუსით ვუყურებ"

"მონაკოსთან" ჰეთ-ტრიკის შემდეგ, მბაპემ თავის მომავალზე საუბრებს წერტილი დაუსვა.

დღეს, 09:54

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

ყინულის ჰოკეის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაიწყო.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე