ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა


ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქუთაისის "ტორპედო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ბექა ტუღუში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი აღარ არის. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ჩვენი კლუბის მაისურით ტუღუშმა 7 სეზონი გაატარა. ითამაშა 132 მატჩში, სადაც 22 გოლი გაიტანა. ამ ხნის განმავლობაში, "ტორპედოსთან" ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა.

კლუბი მადლობას უხდის ტუღუშს ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - წერია განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

გიორგი არაბიძემ ახალ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

განვლილი მუნდიალის 10 აღმოჩენა, რომელიც ჯერ არ გადასულა ტოპ-კლუბში

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები