გურამ კაშიას დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედთან შედგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშიას დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედთან შედგა


გურამ კაშიას დებიუტი მანჩესტერ იუნაიტედთან შედგა

კალიფორნიაში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "სან ხოსესა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის.

მატჩის პირველ ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა. მცირე უპირატესობას "იუნაიტედი" ფლობდა, თუმცა ბრიტანელებმა გოლი ვერ გაიტანეს.

მეორე ტაიმში "მანჩესტერი" კვლავ ცდილობდა გატანას, "სან ხოსეც" გააქტიურდა, მაგრამ უშედეგოდ. მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრაში "სან ხოსეს" ქართველი მცველის გურამ კაშიას დებიუტი შედგა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე იყო თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ცნობილია, რომ შემდეგ შეხვედრას კაშიასა და ყაზაიშვილის გუნდი 26 ივლისს, "სონდერსთან" გამართავს.

ასევე იხილეთ:

გიორგი არაბიძემ ახალ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

განვლილი მუნდიალის 10 აღმოჩენა, რომელიც ჯერ არ გადასულა ტოპ-კლუბში

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები