ნეიმარმა მბაპეზე ისაუბრა და ჩემპიონობა მიულოცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარმა მბაპეზე ისაუბრა და ჩემპიონობა მიულოცა


ნეიმარმა მბაპეზე ისაუბრა და ჩემპიონობა მიულოცა

"პსჟ"-ს ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა თავის თანაგუნდელზე, მბაპეზე ისაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელი შეაქო.

"ვულოცავ მბაპეს მსოფლიო ჩემპიონობას. მუნდიალის წინ, ორივეს მიზანი ამ ტურნირის მოგება იყო და გვინდოდა, ერთმანეთს ნახევარფინალში შევხვედროდით, თუმცა არ გამოვიდა.

ბედნიერი ვარ, რომ მბაპე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, რასაც ვაფასებ. მბაპე ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს", - აცხადებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა.

ასევე იხილეთ:

გიორგი არაბიძემ ახალ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

განვლილი მუნდიალის 10 აღმოჩენა, რომელიც ჯერ არ გადასულა ტოპ-კლუბში

ქართველი სკაუტი, რომელმაც მილანში კალაძე და შევჩენკო მიიყვანა - ვინ არის რევაზ ჭოხონელიძე?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები