ავტორიზაცია

ვოლფსბურგი ლიონის ფორვარდით დაინტერესდა

ვოლფსბურგი ლიონის ფორვარდით დაინტერესდა
თარიღი 18 აგვ 2018, 18:32
ლიონის "ოლიმპიკის" თავდამსხმელი, მაქსველ კორნე, შესაძლოა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში გადაბარგდეს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ კორნეს შეძენით "ვოლფსბურგია" დაინტერესებული.

გერმანული კლუბი მზად არის 21 წლის კოტ'დიუვარელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის გასულ სეზონში მაქსველ კორნემ 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.