ავტორიზაცია

ლიონის თავდამსხმელი ვოლფსბურგს უახლოვდება

ლიონის თავდამსხმელი ვოლფსბურგს უახლოვდება
თარიღი 25 აგვ 2018, 17:09
"ლიონის" თავდამსხმელი, მაქსველ კორნე გერმანიაში გადასვლასთანაა ახლოს.

როგორც L’Equipe წერს, ფრანგულმა კლუბმა 21 წლის ფორვარდის მოთხოვნით "ვოლფსბურგთან" მოლაპარაკებები განაახლა.

"ლიონი" კოტ'დივუარელის სანაცვლოდ არანაკლებ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "ლიონი" კორნეს შემცვლელის ძიებას დაიწყებს.

თავდამსხმელმა თავად გამოთქვა სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილი არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო.