სიმონე ინძაგი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ არის

რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ტურინის "იუვენტუსთან" მარცხის (0:2) შემდეგ თავი ვერ შეიკავა და თავისი გუნდისგან უფრო მეტი მოითხოვა.
"მე არ ვარ კმაყოფილი, არა! ჩვენ ორი საკმაოდ ნორმალური თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დონის გუნდებთან. ჩვენ ზედმეტად რბილები ვიყავით, დაგვაკლდა მარტივი გადაცემები.
მირალემ პიანიჩის დიდებული დარტყმა გარდამტეხი გამოდგა, მაგრამ ასეთ შეხვედრებში მეტი უნდა გავაკეთოთ! ყველა უნდა ადგეს და მოუმატოს, ყოველმა მოთამაშემ თავისი თანაგუნდელი უნდა გააძლიეროს!", - განაცხადა 42 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
"არწივები" პირველ ტურში შინ "ნაპოლისთან" 1:2 დამარცხდნენ და მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე ახალწვეულ "ფროზინონეს" მიიღებენ.