Goal.Ge

"რეკორდმაისტერის" აღზევება - ნაწილი მესამე



დიდ გამარჯვებებთან ახლოს 2011–2012 როგორც ვთქვით გუნდის მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი ინიშნება. ვითარდება ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბაიერნის რიგებში ახალი ძალა – დავიდ ალაბა ჩნდება. მანჩესტერ სიტიდან ჟერომ ბოატენგის გადმოფორმებაც შეუწყო ხელი გუნდის დაცვის ხაზის პრობლემების აღმოფხვრას. იუპ ჰაინკესმა გუნდის თამაშის მანერა საერთო ჯამში იგივე დატოვა. უბრალოდ მეტი აქცენტი ბურთის კონტროლსა და მუდმივ პრესინგზე კეთდებოდა. თავს იჩენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე. ბაიერნი ტოტალური ფეხბურთის მოთამაშე ხდება. მაგრამ დამოკიდებულება ფლანგების ორ მოთამაშეზე ვერ მოიცილა ვერც ჰაინკესის გუნდმა. მათგან ერთ–ერთის, არიენ რობენის ფორმაში არყოფნა კი მთავარი მიზეზი გახდა იმისა, რომ ბაიერნმა წარმატებული სეზონი ბოლო სამ კვირაში მთლიანად ჩააგდო. ვიდრე გადავიდოდეთ სეზონის ბოლოს ჩატარებულ რამდენიმე კარგ და ცუდ თამაშზე, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის იმდროინდელი ბაიერნის პლიუს–მინუსებზე, მანამდე განვიხილოთ სათამაშო სქემა, რითაც ჰაინკესი მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს ათამაშებდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმაციის ბაიერნი ერთ–ერთ ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა თავის ისტორიაში. ეს შეფასება ფრანც ბეკენბაუერისა თუ ბაიერნის სხვა ბოსებისგან ხშირად გვსმენია. მოკლედ, ახალი კიპერი – ნოიერი კარგად მოერგო გუნდს. გადალახა ფსიქოლოგიური სტრესი, რაც ბაიერნის ფანების რადიკალური ნაწილის – ულტრასების უაზრო დახვედრით იყო გამოწვეული და მალე შეაყვარა თავი ყველას თავისი დამაჯერებლობით. ლამი – გუნდის კაპიტანი, საკუთარ პოზიციაზე დარჩა, ბადშტუბერმა და ბოატენგმა ცენტრალური დაცვა გაიყვეს, აქ ჰაინკესს როტაციის საშუალება ჰქონდა და ვან ბუიტენი იდეალური ვარიანტი იყო რომელიმე ფეხბურთელის დასასვენებლად თუ შესაცვლელად. მარცხენა ფლანგზე დავიდ ალაბა და კონტენტო ცვლიდნენ ერთმანეთს. ცენტრალური ნახევარდაცვა შვაინშტაიგერისა და ლუის გუსტავოს ტანდემით დაკომპლექტდა, ფლეიმეიკერი კი კროოსი იყო, რა თქმა უნდა აქც იყო გადანაცვლებების საშუალება, კერძოდ კროოსის უკან დახევა და წინ მიულერის დაყენება. შეცვლაზე ცენტრალურ ნახევარდაცვასა და ასევე ცენტრალურ დაცვაშიც ხშირად შემოდიოდა ანატოლი ტიმოშუკი, რომელიც სტაბილურად ნორმალური თამაშით გამოირჩეოდა და იშვიათად თუ აფუჭებდა რამეს. ნახევარდაცვის ფლანგებზე აღარ შევჩერდებით, ხოლო შეტევას რაც შეეხება, აქ მარიო გომესს ალტერნატივა არ ჰყავდა. მნიშვნელოვანი შტრიხი, რაც ჰაინკესმა გუნდს დაუმატა, ეს განაპირა მცველების სისწრაფის დახმარებით შეტევების დინამიურობის გაზრდა იყო. როგორც წესი, რიბერისა თუ რობენზე გადართულ მეტოქეს დაცვას უჭირდა მაღალი სისწრაფით კუთხისკენ გაქცეული ალაბასა თუ ლამის ამოკეტვა, ამიტომ ამ უკანასკნელთ საჯარიმოში ჩაწოდებაში ხელს ვეღარავინ უშლიდა. Untitled ბუნდესლიგაში, გერმანიის თასსა თუ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის ასპარეზობა სტაბილური იყო 2012 წლის აპრილის ბოლომდე. არ მომხდარა არაფერი საოცარი და განსაკუთრებული თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გუნდი საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. სწორედ ამიტომ, ჯობს განვიხილოთ თამაშები, რომლებიც ბაიერნის ისტორიაში მხოლოდ შავი ასოებით თუ ჩაიწერება და ნახევარფინალი რეალთან, რომელიც არის ერთადერთი გამონათება ბაიერნისა იმ სეზონის აპრილ–მაისში. დავიწყოთ დორტმუნდთან ბუნდესლიგაში წაგებით, სადაც ბაიერნმა ფაქტობრივად დაკარგა ჩემპიონობის შანსი. მატჩის მიწურულს რობენმა პენალტი ვერ გაიტანა. ბაიერნისთვის სამწუხაროდ ეს მომენტი მწვრთნელმა ვერ დაიმახსოვრა და რობენი მიუნხენური კლუბის მთავარ პენალტისტად დარჩა. თასის ფინალში ბაიერნი დორტმუნდთან ხელმეორედ ნადგურდება, რობენი ისევ არაა ფორმაში, მანუელ ნოიერიც უაზრო შეცდომებს უშვებს. მიუნხელთა გამონათება რეალთან მათი ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოა. პირველ თამაშში ბოლო წუთებზე გაიტანეს გამარჯვების გოლი, ხოლო მეორე შეხვედრაში კი 2–1 დამარცხდნენ და პენალტებით მიაღწიეს გამარჯვებას. უნდა ვთქვათ ისიც, რომ თამაშში მიუნხენელთა გოლი რობენმა პენალტით გაიტანა, რომელიც კასილასმა თითქმის აიღო. ეს მომენტიც ყურადღების მიღმა დარჩა. საბოლოოდ ბაიერნმა კი მოიპოვა შემდგომი ეტაპის საგზური, თუმცა არ შეიძლება გამოგვრჩეს რამოსის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, რომელიც დიდხანს იყო სხვადასხვა გამოცემებსა თუ ინტერნეტსაიტებზე დაცინვის საგანი. ჩემი აზრით ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს და ამის გამო რამოსის ცუდ ფეხბურთელად დასახელება არ შეიძლება. უბრალოდ მოცემულ მომენტში მას არ გაუმართლა. ramops ცალკე განხილვას საჭიროებს ფინალი ბაიერნისა და ჩელსის მონაწილეობით. ბაიერნი მთელი თამაშის განმავლობაში პირველი ნომერი იყო, 80 წუთში მათ 20 კუთხური ჩააწოდეს, ისე, რომ საკუთარ კართან არცერთი არ დანიშნულა. ამ დროისთვის მიულერის თავურით ბაიერნი 1–0 დაწინაურდა და შემდეგ მწვრთნელიდან მოყოლებული ფეხბურთელებით დამთავრებული ყველა დაიბნა. ჩელსის დაცვა ჩავარდა, კარგი კონტრშეტევის განვითარების შანსები ნაადრევად ეიფორიაში ჩავარდნილმა ბაიერნის ფეხბურთელებმა ერთიმეორის მიყოლებით გაანიავეს. ჰაინკესმა დანიელ ვან ბუიტენი დაამატა დაცვის ხაზში. ჩელსიმ პირველი კუთხურის მოწოდების უფლება 86 წუთზე მოიპოვა. ჩაწოდებას დროგბას ზუსტი თავური მოჰყვა, აღსანიშნავია, რომ დროგბას სწორედ ბუიტენი მეურვეობდა. 1–1. ჰაინკესის კიდევ ერთი შეცდომა, მან რიბერი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ბაიერნის შეტევებს სიმწვავე მოაკლდა. გაუგებარია რატომ ანდეს რობენს დამატებულ დროში დანიშნული თერთმეთმეტრიანის შესრულება, როგორც მოგახსენეთ რობენი ამ სეზონის ბოლოს პენლებს ცუდად ურტყამდა. არიენმა შანსი ვერ გამოიყენა. ჰოლანდიელი იყო არის და იქნება რეკორდმაისტერის წამყვანი ფიგურა და უდიდესი ძალა, მაგრამ იმ მომენტში მას პრობლემები ჰქონდა და ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. ასეა თუ ისე ბაიერნი გადაიღალა და ფსიქოლოგიურად გატყდა. პენალტების სერიაში პეტერ ჩეხის კარგი თამაშისა და მიუნხენელთა ცუდი დარტყმების შემდეგ ბავარიამ საკუთარ ქალაქში ჩატარებული ფინალი წააგო. მიუნხენი, რომელიც დიდი ზეიმისთვის ემზადებოდა, უბრალოდ დადუმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონის ჩელსის ოქროს თაობა უდავოდ იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას. იუპ ჰაინკესმა კარგად გაითვალისწინა სეზონის ბოლოს მიღებული გაკვეთილები და მომავალ წელს ბრწყინვალედ მოახერხა ახალი ძლიერი გუნდის მსოფლიოში უძლიერესად გადაქცევა. მართლაც 2012–13 წლების სეზონი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაიერნისთვის იდეალური წელი იყო. ახალი რეკორდების პირველ წელზე მოგვიანებით გვექნება საუბარი. სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუს ატლეტიკოს კარში ულამაზესი გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის გამორჩეული მატჩი "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსს" შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.

დღეს, 02:54

სარი: "ამ კომპონენტში თამაში გამოსასწორებელი გვაქვს"

"ატლეტიკოსთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ გააკეთა.

დღეს, 02:45

სიმეონე: "არასდროს უნდა დანებდე"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკომ" "იუვენტუსთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:40

ბენზემამ ანრის გაასწრო

"პსჟ"-სთან მატჩში, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კარიმ ბენზემა ძირითად შემადგენლობაში იყო.

დღეს, 02:36

ვან დეიკი: "ამ წაგებით პანიკას ნუ შევქმნით"

"ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა გააკეთა.

დღეს, 02:29

პოჩეტინო თავისი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოა

"ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ოლიმპიაკოსს" ესტუმრა და 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:26

დი მარია ბარსელონას და რეალს არ ინდობს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ"-მ შინ მადრიდის "რეალი" 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:15

ჩემპიონთა ლიგაზე უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ყველა მატჩი უკვე დასრულდა.

დღეს, 02:06

მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი" "ცვერნა ზვეზდას" დაუპირისპირდა და მარტივად, 3:0 იმარჯვა.

დღეს, 02:02

კურტუას საშინელი შედეგი რეალში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "პსჟ"-სთან 0:3 დამარცხდა.

დღეს, 01:56

კაზემირო: "ყველაფრის გამოსასწორებლად ჯერ ძალიან დიდი დრო გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, „პსჟ-სთან“ განვლილი მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:46

რეალის პსჟ-სთან დიდი ანგარიშით წაგებას გუტიც გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ „პსჟ-სთან“ განადგურებას „სამეფო კლუბის“ ლეგენდა, გუტი ერნანდესიც გამოეხმაურა.

დღეს, 01:39

"ის, რომ ორი გოლი გაგვიუქმეს, არაფერს ცვლის, საშინელი მატჩი ჩავატარეთ", - ზიდანი

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „პსჟ-სთან“ სამარცხვინოდ წაგებული შეხვედრა (0:3) შეაფასა.

დღეს, 01:29

პირველად, 2003/04-წლების შემდეგ და პირველად, 12 წლის შემდეგ - მრავალმხრივად საშინელი მატჩი რეალისგან

ყველანაირი შეფარვის გარეშე რომ ვთქვათ, მადრიდის „რეალმა“ „პსჟ-ს“ წინააღმდეგ საშინელი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 01:22

დღის ვიდეო: მბაპეს და ნეიმარის რეაქცია დი მარიას მეორე გოლზე [VIDEO]

ტრიბუნაზე მჯდომმა კილიან მბაპემ და ნეიმარმა „რეალის“ განადგურებისგან სიამოვნება მიიღეს.

დღეს, 01:16

ვის სჭირდება ლიდერები? პსჟ-მ შინ რეალს 3:0 გადაურბინა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში „პსჟ-მ“ მადრიდის „რეალი“ შინ 3:0 გაანადგურა.

დღეს, 01:01

იუვეს ორ-ბურთიანი უპირატესობა მოსაგებად არ ეყო - 0:2-დან 2:2 [VIDEO]

მადრიდის "ატლეტიკოსა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრაში მაყურებელმა დრამატული სანახაობა იხილა.

დღეს, 00:57

მანჩესტერ სიტიმ სტუმრად შახტარი გაანადგურა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "შახტარს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:56

ბაიერნმა ცრვენა ზვეზდა უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდა“ გაანადგურა.

დღეს, 00:55

ტოტენჰემმა ოლიმპიაკოსთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ოლიმპიაკოსმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:54

"ჩვენი იურისტები ამ საქმეზე იმუშავებენ", - ბარსელონა დაისჯება?

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ფორვარდ ანტუან გრიზმანის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:26

რონალდუ: "არსენალში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ 2003 წელს, "არსენალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 22:18

ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების 3 ფავორიტი დაასახელა

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:09

პსჟ - რეალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:05

ატლეტიკო - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ძალიან მალე დაიწყება.

გუშინ, 22:04

მბაპე რეალში გადავა, ტრანსფერის ყველა დეტალი გასაჯაროვდა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე კარიერას "რეალში" გააგრძელებს, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 21:16

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო კლუბი დაასახელა.

გუშინ, 21:07

ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუს შეცვლა შეუძლია

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:00

დაძაბულობა არსენალში - მაიტლანდ-ნაილსმა ემერი საჯაროდ გააკრიტიკა

"არსენალის" ნახევარმცველმა, ეინსლი მაიტლანდ-ნაილსმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:51

დასაფასებელი საქციელი - რატომ გააჩერა რონალდუმ ავტობუსი? [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ადამიანია.

გუშინ, 20:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10