ავტორიზაცია

ვოლფსბურგს კაპიტანი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა

ვოლფსბურგს კაპიტანი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა
თარიღი 27 აგვ 2018, 21:24
"ვოლფსბურგის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯოშუა გილავოგიმ, ბუნდესლიგის პირველ ტურში სერიოზული დაზიანება მიიღო.

"მგლებმა" საკუთარ მოედანზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გელზენკირხენის "შალკე" მიიღეს და 2:1 იმარჯვეს, მაგრამ გილავოგიმ პირველივე ტაიმში მიიღო ტრავმა და მოედანი იძულებით დატოვა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, 27 წლის ფრანგს მუხლის ჯვარედინა იოგები აქვს დაზიანებული და მინიმუმ 3-4 თვის გამოტოვება მოუწევს.

"რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ გუნდს მოედანზე ვეღარ დავეხმარები, მაგრამ ახლა მხოლოდ მუშაობასა და რაც შეიძლება მალე დაბრუნებაზე ვფიქრობ!", - აღნიშნა თავად გილავოგიმ.