» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა


როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

მადრიდის "რეალმა" ზინედინ ზიდანთან ერთად ორწელიწად-ნახევარში ისტორია გადაწერა და გახდა ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა (ფორმატის შეცვლის შემდეგა ნუ 1992 წლიდან მოყოლებული) ზედიზედ სამჯერ მოიგო და ევროპაში სრული დომინაცია დაამყარა.

ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბს" 2016/17 წლების სეზონში ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუბლიც მოაგებინა (ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა) და მიაღწია აბსოლუტურად ყველაფერს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ამ ზაფხულს კი, სრულიად მოულოდნელად, ზიდანმა "ბლანკოსის" თავკაცის თანამდებობა დატოვა და აღნიშნა, რომ მან "რეალში" საკუთარი თავი ამოწურა.

ზიდანის წასვლას კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი მოჰყვა და ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ მადრიდულ გრანდში ახალი ეპოქა იწყება - ხულენ ლოპეტეგის ეპოქა, რომელიც აპირებს, რომ "სამეფო კლუბში" წინა პლანზე ესპანელი მოთამაშეები, მათ შორის გამორჩეული ტალანტები, წამოწიოს და მომავლის გუნდი ააშენოს.

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

როგორი იქნება მადრიდის "რეალი" ზიდანისა და რონალდუს გარეშე? ეს უაღრესად საინტერესო შეკითხვაა, რომელსაც პასუხი ახალ სეზონში გაეცემა. ლოპეტეგის თავისი ფილოსოფია და ხედვები აქვს, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. სავარაუდოდ, მადრიდელები კვლავ 4-3-3 სქემით იმოქმედებენ.

მეკარე - კეილორ ნავასი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

მადრიდის "რეალი" ტიბო კურტუას ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ ბელგიელი ჯერ ლონდონის "ჩელსის" მოთამაშეა, ხოლო "სამეფო კლუბის" კარს კეილორ ნავასი უკვე წლებია ღირსეულად იცავს და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის შესანიშნავი მეკარეა. კოსტა რიკელი კარის ხაზზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საკმაოდ თავმდაბალი და მშვიდი პიროვნებაა, ამიტომ შესაძლოა პიარი და კარგი პრესა აკლია.

მარჯვენა მცველი - დანი კარვახალი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

დაცვაში მადრიდულ გრანდს იდეალური მდგომარეობა აქვს და ყოველ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. მათ შორისაა ძალიან სტაბილური და დაბალანსებული განაპირა მცველი, დანი კარვახალი. ესპანელი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და კიდევ დიდი დროით შეუძლია "სამეფო კლუბის" ღირსების უმაღლეს დონეზე დაცვა. კარვახალს თავის პოზიციაზე ალტერნატივა არ ჰყავს ისე, როგორც სხვა მცველებს.

ცენტრალური მცველი - სერხიო რამოსი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

აქ კომენტარიც ზედმეტია - მიუხედავად ხისტი სათამაშო სტილისა, სერხიო რამოსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და "სამეფო კლუბის" ნამდვილი სულიერი ლიდერია. ლეგენდარული ესპანელი 32 წლისაა, მაგრამ კვლავ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და რაც ყველაზე მთავარია, "რეალის" ღირსეული კაპიტანია.

ცენტრალური მცველი - რაფაელ ვარანი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

რამოსი უკვე ასაკშია, რაფაელ ვარანი კი მხოლოდ ახლა იწყებს თავის ბრწყინვალე კარიერას. 25 წლის ფრანგმა საკლუბო დონეზე უკვე ყველაფერი მოიგო, ხოლო ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ფიფას ვერსიით მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა, რაც უდიდესი მიღწევაა. რაფაელ ვარანი უკვე შემდგარი ვარსკვლავია, უდიდესი გამოცდილებითა და ბევრი ტიტულით, მაგრამ მას კარიერის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს.

მარცხენა მცველი - მარსელო

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

შესაძლოა ყველაზე პოზიტიური ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, ბოლო ხუთწლეულის ალბათ საუკეთესო განაპირა მცველი. მარსელოს აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე განაპირა მცველს მოეთხოვება და "რეალის" ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. ბრაზილიელი მადრიდში ყველას უყვარს, ვინაიდან მარსელო გარდა იმისა, რომ დიდებული ფეხბურთელი, დიდებული პიროვნებაც არის.

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი...32 წლის ლუკამ მუნდიალზე ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა და მისი ხორვატიის ნაკრები ფინალში გავიდა. მოდრიჩს ფენომენალური სეზონი ჰქონდა და ოქროს ბურთის მოგების შანსიც კი აქვს. ცხადია, ასეთი დონის ფეხბურთელის ძირითადში მოხვედრის საკითხი არც განიხილება - მოდრიჩი დღესდღეობით თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

საყრდენი ნახევარმცველი - კაზემირო

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

26 წლის ბრაზილიელი ზინედინ ზიდანის მთავარი ტაქტიკური მიგნება იყო და მოსალოდნელია, რომ არც ლოპეტეგის ხელში ემუქრება პრობლემები. კაზემირო "რეალში" ერთადერთი გამოკვეთილი ტიპის ჩამშლელია, რომელიც ძალიან ბევრს იბრძვის და თამაშს ჩინებულად კითხულობს. გარდა ამისა, მას ბურთთან ურთიერთობაც გამოსდის და მართლაც უნიკალური ფეხბურთელია.

მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი - ტონი კროოსი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

მადრიდული გრანდის წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ საოცარი ნახევარდაცვის ცენტრია, რომელსაც ტონი კროოსი ავსებს. გერმანელი თამაშის რითმს იდეალურად გრძნობს, აქვს ფანტასტიკური პასი და მოედნის ხედვა. ტონი "სამეფო კლუბის" ცენტრში იდეალურ ბალანსს ამყარებს და მოდრიჩთან ერთად მადრიდული გრანდის ტვინია.

მარჯვენა გარემარბი - გარეთ ბეილი

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ "რეალში" ყველაზე განხილვადი ფიგურა სწორედ უელსელი ვინგერი იქნება. გარეთ ბეილმა გასული სეზონის ბოლოს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა, ექსტრაორდინალური თვისებებითა და ძლიერი მენტალიტეტით. ბოლო წელიწად-ნახევარში მან მძიმე პერიოდი გამოიარა, მაგრამ ახლა მზად არის ყველაფერი თავიდან დაიწყოს და ახალი "რეალის" ახალი ლიდერი გახდეს.

ცენტრალური თავდამსხმელი - კარიმ ბენზემა

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

კარიმ ბენზემა ზიდანის პერიოდში იყო ფორვარდი, რომელსაც ცოტა გოლი გაჰქონდა, მაგრამ გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ტაქტიკურ როლს თამაშობდა. გამოცდილი ფრანგი ძალიან მოძრავი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. ჯერჯერობით უცნობია დაიმატებს თუ არა "სამეფო კლუბი" ვინმეს მის პოზიციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ბენზემას ადგილს ძირითადში არაფერი ემუქრება.

მარცხენა გარემარბი - ისკო

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

ხულენ ლოპეტეგის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე ესპანეთის ნაკრებში ისკო იყო და ახლა მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. მოსალოდნელია, რომ 26 წლის ესპანელის როლის მადრიდულ კლუბში ლოპეტეგის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და ეს შესაძლოა კარგიც იყოს, ვინაიდან ისკო ფენომენალური ფეხბურთელია და თითქმის ყველაზე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი საოცარი ტექნიკა და სათამაშო ინტელექტი მართლაც გამორჩეულია.

მადრიდის "რეალის" სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონისთვის

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

ესპანელი ტალანტები, რომელთაც ლოპეტეგი დატვირთავს

როგორი იქნება რეალის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

მადრიდის "რეალი" უკვე დიდი ხანია სატრანსფერო ბაზარზე კოლოსალურ თანხებს აღარ ხარჯავს და მთავარ აქცენტს მომავალზე, შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე აკეთებს. ეს მიმართულება ხულენ ლოპეტეგიმაც უნდა გააგრძელოს და გუნდში რამდენიმე ნიჭიერი ესპანელი მოთამაშის დამკვიდრება განიხილება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია 22 წლის ესპანელი მცველის, ალვარო ოდრიოცოლას, ტრანსფერი. ოდრიოცოლა დაცვაში ხესუს ვალიეხოსთან ერთად, რომელიც 21 წლისაა, მშვენიერ ტალანტად განიხილება და საინტერესოა მოახერხებენ თუ არა ისინი უფრო გამოცდილი, მაღალი კლასის კონკურენტებთან გამკლავებას.

ცენტრში "სამეფო კლუბს" ასევე ორი საინტერესო ფიგურა ჰყავს - 21 წლის დანი სებალიოსი და 23 წლის მარკოს ლიორენტე, რომელიც უკვე დიდი ხანია "რეალის" მთავარი მწვრთნელების რადარზე იმყოფება. "ბლანკოსი" მზადაა გაუშვას კოვაჩიჩი, მაგრამ სებალიოსს არ თმობს, რაც ალბათ ლოპეტეგის მოთხოვნაა.

შეტევაში კი მადრიდელებს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი ტალანტი ჰყავთ - 22 წლის მარკო ასენსიო და აგრეთვე ლუკას ვასკესიც. ასენსიო უკვე შემდგარი მოთამაშეა, რომელსაც უბრალოდ ძირითადში ადგილი აკლია. არ არის გამორიცხული, ლოპეტეგიმ აქცენტი სწორედ ისკოსა და ასენსიოზე გააკეთოს.

ასევე იხილეთ:

როგორი იქნება ლივერპულის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

როგორი იქნება იუვენტუსის შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

როგორი იქნება მანჩესტერ სიტის შემადგენლობა ახალ სეზონში? - დეტალური განხილვა

როგორი იქნება ბარსელონას ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

როგორი იქნება ბაიერნის ძირითადი შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური განხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბეილი ძირითადში დაბრუნდა - ტოტენჰემმა 3:0 მოიგო [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "ლასკი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:24

მილანი ევროტურნირებზე გამარჯვებით დაბრუნდა! [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს გლაზგოს "სელტიკი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:18

"მაინტერესებდა, თუ როგორ გამოსდის ეს ყველაფერი", - ხაბიბმა რონალდუს "საიდუმლო" გაამხილა

UFC-ს მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან საუბრის დეტალები გაამხილა.

გუშინ, 23:55

ბარსელონა ფატის ახალ კონტრაქტზე ამუშავდა, აგენტმა მთავარი მოთხოვნა წამოაყენა

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 23:50

"კლუბის ვალი დაახლოებით 1 მილიარდს შეადგენს", - რეალის ყოფილი პრეზიდენტი

"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა "სამეფო კლუბზე" საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 23:45

ბარსელონა სკანდალური სტატიის ავტორ ჟურნალისტს და მის გამოცემას უჩივლებს

ძალიან მალე, კატალონიის "ბარსელონა" სასამართლოში სარჩელს შეიტანს, წერს Mundo Deportivo.

გუშინ, 23:40

გრიზმანი ანსუ ფატიზე გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა თანაგუნდელზე გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:35

სკანდალი ესპანეთში! - ჟურნალისტმა ანსუ ფატის შეურაცხყოფა მიაყენა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამართული მატჩის შემდეგ, ესპანელი ჟურნალისტი სკანდალში გაეხვა.

გუშინ, 23:30

"არასოდეს მეგონა, ასეთი კარგი თუ იყო", - გიგსი მანჩესტერში კავანის ტრანსფერს აფასებს

უელსის ნაკრების მწვრთნელმა, რაიან გიგსმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ედინსონ კავანის ტრანსფერი შეაფასა.

გუშინ, 23:25

"მისი სათამაშო სტილი მომწონდა", - დიბალამ საყვარელი ჩოგბურთელი დაასახელა

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ბავშვობაში ჩოგბურთს ხშირად უყურებდა.

გუშინ, 23:20

MARCA: ბარსელონადან გათავისუფლების შემდეგ, სეტიენს პირველი მსურველი გამოუჩნდა

როგორც გავლენიანი გამოცემა MARCA იტყობინება, კიკე სეტიენი ძალიან მალე შეიძლება სამუშაოს დაუბრუნდეს.

გუშინ, 23:15

რომამ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი იანგ ბოისთან გამარჯვებით გახსნა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "რომა" შვეიცარიულ "იანგ ბოისს" ესტუმრა.

გუშინ, 23:08

ევროპა ლიგის პირველ ტურში ნაპოლი შინ ალკმაართან დამარცხდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "ალკმაარს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:00

არსენალმა ევროპა ლიგა სტუმრად რაპიდის დამარცხებით დაიწყო [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონის "არსენალი" ვენის "რაპიდს" ესტუმრა.

გუშინ, 22:57

ოზილი მიიჩნევს, რომ არსენალიდან არასაფეხბურთო მიზეზების გამო აგდებენ

მოგეხსენებათ, "არსენალმა" მესუთ ოზილი ევროპა ლიგისა და პრემიერ ლიგის განაცხადიდან მოკვეთა.

გუშინ, 22:20

მოლაპარაკებები დაწყებულია - როდის გაირკვევა იბრაჰიმოვიჩის მომავალი?

"მილანი" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის ემზადება.

გუშინ, 22:10

ესპანურმა გაზეთმა მესის ფონდთან სასამართლო წააგო, მიზეზი - ცრუ ინფორმაციის გავრცელება

ესპანური გაზეთი ABC ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაისაჯა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.

გუშინ, 22:00

მოასწრებს თუ არა რამოსი კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას? - MARCA-ს ინფორმაცია

მოგეხსენებათ, "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" მატჩი გამოტოვა.

გუშინ, 21:50

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მცველის ბარსელონაში გაშვების წინააღმდეგია და გააქტიურდა

მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტის" მცველი სურდა.

გუშინ, 21:40

ოფიციალურად: ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა კარიერა დაასრულა

ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა კარიერის დასრულება დაადასტურა.

გუშინ, 21:30

მანჩინიმ სოციალურ ქსელში კორონავირუსზე პროვოკაციული პოსტი განათავსა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ სოციალურ ქსელში პროვოკაციული პოსტი განათავსა.

გუშინ, 21:20

AS: პერესი ზიდანის გაშვებაზე დაფიქრდა, მადრიდში ორ კანდიდატს განიხილავენ

"რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შეცვლაზე დაფიქრდა.

გუშინ, 21:10

GOAL.COM: ევერტონმა მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენას ფასი დაადო

"ევერტონი" მზადაა გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას, თავდამსხმელ დომინიკ კალვერტ-ლიუინს შეელიოს.

გუშინ, 20:40

"ვან დეიკს ცუდად შეეჯახა", - ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ხამესი ტრავმირებულია

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ხამეს როდრიგესი ტრავმირებულია.

გუშინ, 20:20

"პიკფორდი ძალიან შეწუხებულია მომხდარით", - ანჩელოტიმ ვან დეიკის ტრავმის ეპიზოდი განიხილა

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მერსისაიდულ დერბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

გუშინ, 19:40

ლამპარდი ლამპარდის გათავისუფლებაზე დაფიქრდა, შემცვლელი უკვე შერჩეულია

როგორც იწერება, "ჩელსის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის გაშვებაზე დაფიქრდა.

გუშინ, 19:20

ჩელსი ზამთარში კეპას იჯარით გაშვებას გეგმავს, მსურველი უკვე გამოჩნდა

"ჩელსის" გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 18:40

"დიდხანს იუქმებს", - მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "პორტუ" (3:1) დაამარცხა.

გუშინ, 18:20

რეალთან მატჩი სტაბილურად და აუღელვებლად ჩაატარა - უკრაინაში ხოჭოლავა შეაქეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

გუშინ, 16:48

ოფიციალურად: რონალდუსა და მესის დუელი არ შედგება - პორტუგალიელი კვლავ ინფიცირებულია

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კვლავ ინფიცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 28 ოქტომბერს მოედანზე

გუშინ, 16:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10