Goal.Ge

რა შანსები გვაქვს ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლზე?



წილისყრამ ისევ არ გაამართლა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ძლიერი გუნდები შეხვდა, რომელთა ნაწილთანაც ბრძოლა შეიძლება, მაგრამ შანსი ძალზე მცირეა. განვიხილოთ თითოეული ჩვენი მოწინააღმდეგე და ვიმსჯელოთ თუ რისი იმედი უნდა გვქონდეს კიდევ ერთი სანაკრებო ციკლში, რომელიც 2014 წელს იწყება და და ერთ წელიწადს გასტანს. გერმანია – მსოფლიო რეიტინგი – მე–2 ადგილი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ კალათში მყოფი გუნდებიდან ყველაზე ცუდი ვარიანტი საქართველოსთვის სწორედ ”ბუნდესმანშაფტია“. რუსეთის, ბოსნიისა და საბერძნეთის ნაკრებებიდან რომელიმე რომ მოხვედრილიყო ჩვენს ჯგუფში, რა თქმა უნდა, მათთან ქულის აღების შანსი მაინც გვექნებოდა, თუ მოგების არა. რაც შეეხება იოჰაიმ ლიოვის შეგირდებს, მათთან რთულია რაიმეს იმედი გქონდეს. თუმცა, არსებობს 2 ფაქტორი, რაც ოპტიმიზმს ნერგავს ჩვენში. პირველი თამაში გერმანიასთან შინ გვაქვს, საქართველოს ნაკრები კი სახლში მუდმივად კარგი თამაშით გამოირჩევა, განსაკუთრებით გრანდებთან (გავიხსენოთ ესპანეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩები). რაც შეეხება მეორე თამაშს, ბოლო ტურის მატჩის წინ ვიმედოვნოთ, რომ გერმანიას გაფორმებული ექნება პირველი ადგილი და მოედანზე ნაკლებმოტივირებულები გამოვლენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთული მეტოქეა და მათთან წარმატების მიღწევა მხოლოდ ბოლომდე ბრძოლითა და თავდადებით არის შესაძლებელი. Germany-Football-Team ახლა კი სტატისტიკა, ამ ორი გუნდის წარსული დაპირისპირებებისა. 3 თამაშიდან გერმანიას სამივე მოგებული აქვს – საერთო ჯამში ბურთების სხვაობაა 8–1. პირველად „ბუნდესმანშაფტს“ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით. თბილისში იურგენ კლინსმანის დუბლით 0:2 დავმარცხდით, ხოლო გასვლაზე 1:4. ქართველებიდან გოლი დღევანდელმა მთავარმა მწვრთნელმა – თემურ ქეცბაიამ გაიტანა, გერმანიიდან კი მიოლერმა, ციგემ, კირსტენმა და ბაბელმა მოახერხეს დევაძის კარის დალაშქვრა. უკანასკნელი შეხვედრა კი 2006 წელს გაიმართა. ამხანაგურ მატჩში, გერმანიაში, შვაინშტაიგერისა და ბალაკის გოლებით 2:0 დავმარცხდით. ირლანდია – რეიტინგი – 67–ე ადგილი მეორე კალათიდანაც საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხდა. ირლაინდელთა მთავარი სათამაშო კომპონენტი მუდმივად მეორე სართულზე კარგი თამაში და ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება გახლდათ. სტანდარტულ სიტუაციას საქართველოს ნაკრები უნდა უფრთხოდეს. კარგი დაცვისა და დალაგებული თამაშის მეშვეობით წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საშინაო მოედანი. აღსანიშნავია, რომ პირველი თამაში სწორედ საშინაო არენაზე გაიმართება 2014 წლის 7 სექტემბერს და შესარჩევი ციკლიც საქართველოს ნაკრებისთვის სწორედ ამ თამაშით დაიწყება. ამ თამაშში გამარჯვება, ან თუნდაც ფრე, ჩვენებს ფსიქოლოგიურ მოტივაციას მისცემს, შესაბამისად ბიჭები უნდა გადაახტნენ საკუთარ თავს და მაქსიმალური გააკეთონ გამარჯვებისთვის. geog ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებები 5–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ირლანდიამ ყველა თამაშის მოგება შეძლო, თუმცა არც თუ დიდი ანგარიშებით თუ არ ჩავთლით ბოლო ამხანაგურ მატჩს (4:0). საერთო ჯამში ბურთების სხვაობა 12:3 ია. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯერ შინ 1:2, ხოლო შემდეგ სტუმრად 0:2 დავმარცხდით. პირველ თამაშში ქართველთაგან გოლი კობიაშვილმა გაიტანა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კიდევ ორჯერ დაუპირისპირდნენ ეს გუნდები ერთმანეთს. ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით – 2:1 დასრულდა ირლანდიელთა სასარგებლოდ. ქართველთაგან გოლები პირველ შეხვედრაში ყენიამ მატჩის ბოლო წუთზე, ხოლო მეორე შეხვედრაში კი იაშვილმა, მატჩის პირველ წუთზე, გაიტანეს. 2013 წელს კი ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძლებმა 4:0 გაგვანადგურეს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ირლანდიასთან მინიმუმ ქულის აღებას შეძლებს, რაც ურთულესი საქმეა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. პოლონეთი – რეიტინგი – 70–ე ადგილი dor მესამე კალათიდანაც საკმაოდ ძლიერი გუნდი შეხვდა საქართველოს. პოლონელი ფეხბურთელები მსოფლიოს წამყვან კლუბებში თამაშობენ. მათი არასტაბილური თამაში ევრო 2012 ზე არაფერს ნიშნავს. დღევანდელ პოლონეთს საკმაოდ ძლიერი თაობა ჰყავს. სწრაფი ფეხბურთის თამაში მათ კარგად გამოსდით. პოლონეთზე უკვე ბევრია ნათქვამი იმით, რომ მსოფლიოს თავდამსხმელებს შორის, არც მთლად პირველი, მაგრამ ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი, სწორედ აქაურია. შეგახსენებთ რომ რობერტ ლევანდოვსკი ამჟამად დორტმუნდის ბორუსიაში ირიცხება, მაგრამ შესარჩევი ციკლის დროს უკვე მიუნხენის ბაიერნის მოთამაშე იქნება. ამ ორი გუნდის დაპირისპირება 3 თამაშს მოიცავს, საერთო ბურთების სხვაობით 5:4 პოლონელთა სასარგებლოდ. 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯერ 1:4 დავმარცხდით გასვლაზე, შემდეგ კი 3:0 მოვიგეთ შინ. 2011 წელს კი ამხანაგური მატჩი, რომელიც პოლონეთში ჩატარდა,მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან პოლონეთისთვის გოლები გატანილი აქვთ შოთა და არჩილ არველაძეებს, კახა ცხადაძეს და თემურ ქეცბაიას. საკუთარ მოედანზე მაინც პოლონეთთან ტოლსწორად თამაში ნამდვილად შეიძლება, თუმცა შემადგენლობითა თუ სხვა ფაქტორებით, პოლონეთი საქართველოს ნაკრებზე მაღლა დგას, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩვენთვის. შოტლანდია – რეიტინგი – 34–ე ადგილი შოტლანდია მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. საკმაოდ ძლიერი ნაკრებით და ეროვნული ჩემპიონატით. რა თქმა უნდა გლაზგოს რეინჯერსის დაქვეითებამ დააკნინა მათი შიდა ასპარეზი. მაგრამ მეოთხე კალათიდან თუ ვინმე იყო საქართველოსთვის პირდაპირი გაგებით ცუდი ვარიანტი, სწორედ შოტლანდია და უელსი. უელსს გადავურჩით მაგრამ შოტლანდიასთან ორი მძიმე თამაში გველის. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია არის ერთადერთი გუნდი ჩვენი მეტოქეებიდან, რომელთანაც დადებითი ბალანსი გვაქ. ერთი თამაში ჩვენ მოვიგეთ, ერთი მათ, მაგრამ საერთო ჯამში შეფარდება 3:2–ზეა ქართველთა სასარგებლოდ. ევრო 2008–ის შესარჩევზე თბილისში მატჩი მჭედლიძისა და დავით სირაძის გოლებით 2:0 მოვიგეთ, გასვლაზე კი დასანანი მარცხი განვიცადეთ. არველაძის გოლის წყალობით ბოლო წუთებამდე ანგარიში 1:1 იყო. თუმც მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და 89–ე წუთზე საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირეს. ეს ორი თამაში ნათელი მაგალითია იმისა, რომ სკოტებთან ბრძოლა შეიძლება. Shota Arveladze-1357119 გიბრალტარი ახალი სახელმწიფო ევროპაში. ერთ–ერთი ყველაზე მცირე. მას მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული და, სხვათაშორის, სლოვაკეთთან ფრეს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, ჩვენებს მათთან უეჭველი 6 ქულის აღება მართებთ. წილისყრამ არ გაამართლა. საქართველოს ძლიერი მეტოქეები შეხვდნენ, თუმცა მწყობრი, დალაგებული თამაშით მესამე ადგილისთვის ბრძოლა შეიძლება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვუგულშემატკივროთ ეროვნულ გუნდს. P.S. საქართველო რეიტინგში 102–ე ადგილზეა. სპეციალურად GOAL.GE-სთვის, ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

რატომ გაჭიანურდა გრიზმანის ტრანსფერი და როდის დადასტურდება ოფიციალურად?

როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონს მაინც „ბარსელონაში“ დაიწყებს.

დღეს, 17:03

არსენალი რეალის ფეხბურთელს ყიდულობს? საუბარი 50-მილიონიან ტრანსფერზეა

ლონდონის „არსენალი“ მზადაა, ესპანელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

დღეს, 16:57

ბრაზილია/არგენტინის გარეშე - 10 საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან

რა გვახსენდება სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ხსენებაზე პირველი? რა თქმა უნდა, ბრაზილია და არგენტინა.

დღეს, 16:31

ბრაზილია მესის აიგნორებს - არგენტინა თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობს

ის, რომ ბრაზილიაში, რბილად რომ ვთქვათ, ცივად ეპყრობიან მეზობელ არგენტინას, საიდუმლო არავისთვისაა.

დღეს, 16:20

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10