» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "ზენიტი" - "დორტმუნდი", "ოლიმპიაკოსი" - "მანჩესტერი"



დღეს საღამოს განახლდება უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები. პირველი შეხვედრა რუსეთში ჩატარდება, ამიტომაც მატჩი ცოტათი ადრე, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. "ზენიტი" - "ბორუსია დორტმუნდი" სანკტ-პეტერბურგი, "პეტროვსკი" 25 თებერვალი, 21:00 საათი მსაჯი - უილიამ კოლამი (შოტლანდია) "ზენიტი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფამდე დიდი გაჭირვებით მივიდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 6 ქულა დააგროვა, ამიტომაც მათ დასამტკიცებელი აქვთ, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე დამსახურებულად მოხვდნენ. რუსეთის ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, ამიტომ პეტერბურგელებს ამხანაგური შეხვედრების ჩატარება უწევთ. ეს დიდი მინუსია რუსებისთვის, ვინაიდან რეალურად გუნდს ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ მათ ნორმალური მომზადება არ აქვთ გავლილი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ზენიტმა" "რუბინიდან" ორი ფეხბურთელი დაიმატა - რიაზანცევი და რონდონი. მართალია ეს უკანასკნელი "მალაგაში" თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის მცირე გამოცდილებაც აქვს, მაგრამ სპალეტი დღეს მაინც ნაცად შემადგენლობას დააყენებს. ბუხაროვის და ბისტროვის "ანჟიში" გადაბარგება "ზენიტისთვის" დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. "ბორუსიას" ამ სეზონში უკვე კარგა ხანია საკადრო პრობლემები აქვს. ბოლო ცუდი ინფორმაცია ბენდერის ტრავმაა, რომელიც დაახლოებით 10 კვირას გამოტოვებს. კვლავინდებურად ტრავმირებული არიან გუნდოგანი და სუბოტიჩი. ეჭვქვეშაა მატს ჰუმელსის თამაშიც. "ზენიტი" (სავარაუდო): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, გუბოჩანი, ლომბერტსი, კრიშიტო - შატოვი, ვიტსელი, ფაიზულინი - ჰალკი, კერჟაკოვი, არშავინი. "ბორუსია" (სავარაუდო): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფრიდრიხი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი - კელი, შაჰინი - როისი, მხითარიანი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი. ტრავმა: შიროკოვი, დანი, ანსალდი - სუბოტიჩი, ბლაშიკოვსკი, ბენდერი, გუნდოგანი კითხვის ნიშნის ქვეშ: ჰუმელსი დისკვალიფიკაცია: არა [poll id="34"] "ოლიმპიაკოსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" პირეი, გეორგიოს კარაისკასის სტადიონი 25 თებერვალი, 23:45 საათი მსაჯი - ჯანლუკა როკი (იტალია) სხვა ტურნირებისგან განსხვავებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობს. დევიდ მოიესის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე არც ერთი წაგება არ აქვს, გარდა ამისა, მანჩესტერელებს ბოლო 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ. "ოლიმპიაკოსს" შეუძლია თამამად იამაყოს ისევე როგორც 1/8 ფინალში გასვლით, ასევე საბერძნეთის ჩემპიონატში კარგი თამაშით - 19 შეხვედრაში 16 მოგება და 3 ფრე. "ოლიმპიაკოსი" ახლა მთლიანად ინგლისელებთან შეხვედრაზეა კონცენტრირებული. შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურში მიჩელმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენა. გუნდს აშკარად აქვს თავდამსხმელის პრობლემა. მიტროღლუს გაყიდვის და სავიოლას ტრავმის შემდეგ მწვრთნელის განკარგულებაში ძალიან ცოტა ფორვარდია. "ოფი"-სთან შეხვედრაში შეპოვიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა ის დღეს ვერ ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანილი არ არის. ამრიგად, შეტევაში ვალდესს ან ოლაიტანს უნდა ველოდოთ. ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, ბერძნებს სრულიად ახალი ცენტრალური მცველები ჰყავთ - პაპადოპულოსი (დაბრუნდა სერიოზული ტრავმის შემდეგ) და მარკანო ("რუბინიდან" იჯარით), რომლებმაც შეცვალეს მანოლასი და ტრავმირებული სიოვასი. გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე "კრისტალ პალასი" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა, დევიდ მოიესის გუნდისთვის 4-ეულზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთდეს. ბოლო დროს მანჩესტერელები ფაქტობრივად ერთი შემადგენლობით თამაშობენ. დღეს შოტლანდიელ სპეციალისტს მატას იმედი ვერ ექნება, მაგრამ შემადგენლობაში მოხვდნენ რაფაელი და უელბეკი, რომელთაც ჯანრთმელობის პრობლემა ჰქონდათ. "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მარუან ფელაინი. საკითხავია რამდენად შეძლებს ბელგიელი გუნდის დახმარებას ცენტრალურ ზონაში. "ოლიმპიაკოსი" (სავარაუდო): რობერტო - ლეანდრო სალინო, პაპადოპულოსი, მარკანო, ჰოლებასი - ნდინგა, მანიატისი - კემპბელი, დომინგესი, დავიდ ფუსტერი - ოლაიტანი. "ემიუ": (სავარაუდო): დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, კლევერლი - ვალენსია, რუნი, იანგი - ვან პერსი. ტრავმა: სავიოლა - ჯონსი, ევანსი, ნანი დისკვალიფიკაცია: არა [poll id="33"] მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი იხილეთ აქ: LIVE.GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ეს უნდა გარდაცვლილიყო და მე და ვადაჭკორია უნდა ვიყოთ ცოცხლები?" - ოდიკაძის პოსტი

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.

დღეს, 01:29

მარადონა ბათუმის და თბილისის არენებზე: ქართული მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყო [ფოტო]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში 2 გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 01:19

სრულად მზად ნაკრებისთვის: მამარდაშვილის მორიგი სასწაული სეივები ბათუმთან [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "დინამო ბათუმი" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 00:57

იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენილი მილანი ლილთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში "მილანი" ესტუმრა "ლილს" და ფრანგ მოწინააღმდეგესთან 1:1 ითამაშა.

გუშინ, 23:56

არსენალმა სოლსკიაერის ყოფილი კლუბი არ შეიმჩნია - დამაჯერებელი გამარჯვება სტუმრად [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში ლონდონის "არსენალი" ესტუმრა "მიოლდეს" და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:50

"გრძელვადიანი გეგმები გვაქვს", - დორტმუნდში ჰოლანდის მომავალზე ალაპარაკდნენ

"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:40

ფოტო: ევროპა ლიგის მატჩის წინ, ნაპოლის ფანებმა სტადიონთან მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, "ნაპოლი" დღეს შინაურ კედლებში "რიეკას" უმასპინძლებს.

გუშინ, 22:59

"არასოდესაა გვიანი პრემიერ ლიგაში გადასვლა", - ბერბატოვმა რამოსს კლუბი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფორვარდმა, დიმიტარ ბერბატოვმა სერხიო რამოსს რჩევა მისცა.

გუშინ, 22:50

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

გუშინ, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

გუშინ, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

გუშინ, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

გუშინ, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

გუშინ, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

გუშინ, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

გუშინ, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

გუშინ, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

გუშინ, 19:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10