ოფიციალურად: ევერტონმა ბარსელონას კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ევერტონმა ბარსელონას კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა


ოფიციალურად: ევერტონმა ბარსელონას კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა

ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ევერტონმა" კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი გადაიბირა.

ესპანური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ "ბლაუგრანა" ინგლისურ კლუბს ანდრე გომეშის 1 წლიანი იჯარის თაობაზე და იერი მინას სრულფასოვან ტრანსფერზე შეუთანხმდა.

"კანფეტების" ხელმძღვანელობა "ბარსას" 25 წლის პორტუგალიელი ცენტრალური ნახევარმცველის იჯარის სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო 23 წლის ნიჭიერი კოლუმბიელი მცველის სანაცვლოდ - 30.5 მილიონს.

ანდრე გომეში კატალონიურ გრანდს 2016 წელს შეუერთდა და "ბარსას" მაისურით არც ისე კარგად ათამაშდა. მან 78 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

იერი მინა კი "ბლაუგრანამ" გასული წლის ზაფხულში დაიმატა და მას ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. სამაგიეროდ, იერიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა და რუსეთში 4 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.

გომეში და მინა "ევერტონის" მეოთხე და მეხუთე ახალწვეულები არიან. აქამდე "კანფეტებმა" რიშარლისონი, ბერნარდი და "ბარსას" მარცხენა მცველი, ლუკას დინი, გადაიბირეს.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები