პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ოცნებების თეატრი ხსნის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ოცნებების თეატრი ხსნის


პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ოცნებების თეატრი ხსნის

დღეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღეა! საკლუბო სეზონი იხსნება და რა თქმა უნდა, პირველი ინგლისში იწყებენ - პრემიერ ლიგა სტარტს დღეს საღამოს იღებს.

2018/19 წლების სეზონი "ოცნებების თეატრში" გაიხსნება - "მანჩესტერ იუნაიტედი" კლოდ პუელის "ლესტერ სიტის" უმასპინძლებს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ლესტერ სიტი

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, I ტური
დასაწყისი: 23:00 საათი, 10 აგვისტო
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი

ეს ზაფხული "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცოტათი მძიმე გამოდგა და ეს პირველ რიგში გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება. მანკუნიანელებმა სანუკვარი ცენტრალური მცველის დამატება ვერაფრით მოახერხეს და ჟოზე მოურინიო ამით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.

ამას ემატება არც თუ ისე დამაჯერებელი თამაში ტესტ-მატჩებში და ძალიან ბევრი საკადრო პრობლემა - ტრავმების გამო გუნდს 5-6 მოთამაშე აკლია, პლიუს ამას ჯერ კიდევ არ არიან ოპტიმალურ ფორმაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები: პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ.

პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ოცნებების თეატრი ხსნის

"ლესტერ სიტიმ" 5 ამხანაგური თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო (2 მოგება, 2 ფრე), ზაფხულშიც ნაყოფიერად იმუშავა და კლოდ პუელი ახალი სეზონის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ოლდ ტრაფორდზე" ფავორიტი რა თქმა უნდა "მანჩესტერ იუნაიტედია", მაგრამ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ახალ სეზონს არც ისე კარგ მდგომარეობაში ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები


მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; დარმიანი, ბაილი, სმოლინგი, შოუ; მაკტომინეი, ფრედი, ანდრეას ფერეირა; მატა, რეშფორდი, სანჩესი.

გუნდს ვერ დაეხმარებიან: რომერო, როხო, დალოტი, ვალენსია, მატიჩი, ერერა.

ლესტერი: შმეიხელი; რიკარდო ფერეირა, მორგანი, ევანსი, ჩილუელი; ნდიდი, იბორა; დიაბატე, მედისონი, ოლბრაიტონი; იჰენაჩო.

გუნდს ვერ დაეხმარებიან: ჯეიმსი, მენდი.

საინტერესო ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლესტერ სიტისთან" 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში: 4 მოგება და 3 ფრე.

"ოლდ ტრაფორდზე" "მელიებს" ძალიან უჭირთ - ბოლო რვა ვიზიტიდან პრემიერ ლიგის ეგიდით 7 მარცხი (1ფრე) და ამ პერიოდში მხოლოდ სამი გატანილი ბურთი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პირველი ტურის მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული - 17.

ბოლოს, როდესაც ამ გუნდების გზები ინგლისის ჩემპიონატის გახსნით ტურში გადაიკვეთა, 1998/99 წლები იყო და "წითელმა ეშმაკებმა" საკუთარ მოედანზე 0:2-დან ქამბექი შეასრულეს - 2:2.

ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორედ - ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი პარასკევს გაიხსნება. პირველ შემთხვევაშიც მონაწილე გუნდი "ლესტერი" იყო და ლონდონში "არსენალთან" 3:4 დამარცხდა.

გავიხსენოთ პრემიერ ლიგის გასული სეზონსი გახსნის გიჟური მატჩი "ლესტერ სიტის" მონაწილეობით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები