99%-ით ევროპა ლიგის ფლეი-ოფში! - ტორპედომ კუკეში გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

99%-ით ევროპა ლიგის ფლეი-ოფში! - ტორპედომ კუკეში გაანადგურა [VIDEO]



ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და "კუკეში" დაუპირისპირდნენ.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თამაში აქტიურად დაიწყო და პირველ 30 წუთში 4 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი გაუშვა.

მეორე ტაიმში, თამაში შედარებით ფრთხილ ვითარებაში მიდიოდა. კაპანაძის საოცარ რეიდს "ტორპედოს" მე-5 გოლი მოჰყვა.

ამ მატჩში ბოლო გოლი "კუკეშმა" პენალტით გაიტანა. ბოლო წუთებზე, ჩვენს მეტოქეს ბევრი სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება ზუსტად ერთ კვირაში, ალბანეთში შედგება.

ტორპედო - კუკეში 5:2

გოლები: ქიმაძე, კაპანაძე, კუხიანიძე (2), მარინი - ჰარბა, პლაკუ.

გაფრთხილება: ლაჩნი, ქიმაძე, მუსოლი, ქაქი.

შემადგენლობები

ტორპედო: კვასხვაძე, მარინი, კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი, ცინცაძე, ჰლინკა, კუხიანიძე, დოლიძე, ქიმაძე, ლაჩნი.

შეცვლა: დაფე, ხურცილავა, კაპანაძე.

კუკეში: ფრაშერი, ჰოხა, შამეტი, ქაქი, რუმბულაკუ, მუსოლი, ძარია, სირბია, რეგინალდო, ვილიამი, ჰარბა.

შეცვლა: ზგურო, შკოდრა, პლაკუ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები