კუკეშის მწვრთნელი: "ტორპედოზე შექების მეტი არაფერი მეთქმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუკეშის მწვრთნელი: "ტორპედოზე შექების მეტი არაფერი მეთქმის"


კუკეშის მწვრთნელი:

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ტორპედოსა" და "კუკეშს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ გააკეთა.

"შედეგი არასახარ​ბიელოა და რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვარ. ტორპედოზე კი შექების მეტი არაფერი მეთქმის, მათ ძალიან კარგად ითამაშეს.

უკმაყოფილო ვარ მარჯვენა ფლანგით, სადაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ცენტრალური მცველი თამაშობდა. 

ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ტორპედოს 3 გოლი ვაჩუქეთ. ეს სამივე გოლი კი სწორედ იმ ფლანგიდან გავიდა, სადაც პრობლემა გვქონდა.

ხანდახან, ჟურნალისტებმა მწვრთნელებზე მეტად იციან ხოლმე ფეხბურთი. არამარტო აქ, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენი გუნდი თბილისში გოლის გასატანად ჩამოვიდა და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ შედარებით შემტევი ტაქტიკა", - განაცხადა "კუკეშის" მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები