კუხიანიძე: "ორი სწრაფი გოლი თამაშის მოგებაში დაგვეხმარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუხიანიძე: "ორი სწრაფი გოლი თამაშის მოგებაში დაგვეხმარა"


კუხიანიძე:

"კუკეშთან" გამარჯვების შემდეგ, კომენტარი "ტორპედოს" მხრიდან დუბლის ავტორმა გიორგი კუხიანიძემ გააკეთა.

"თამაშს დადებითად შევაფასებდი. 5 გოლი გავიტანეთ, თუმცა სანაცვლოდ 2 გავუშვით. დასრულებული ჯერ არაფერია და შევეცდებით, განმეორებით მატჩშიც სასურველი ანგარიში დავაფიქსიროთ.

ევროპა ლიგაზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ორი სწრაფი გოლი თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. კუკეში კარგი გუნდია, გასვლაზე უფრო რთული მატჩი გველის, თუმცა შევეცდებით, სასურველი ანგარიში დავაფიქსიროთ და გულშემატკივარი გავახაროთ", - ამბობს კუხიანიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ტორპედოსა" და "კუკეშს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში შედგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები