კახა ჩხეტიანის კომენტარი კუკეშთან 5:2 გამარჯვების შემდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კახა ჩხეტიანის კომენტარი კუკეშთან 5:2 გამარჯვების შემდეგ


კახა ჩხეტიანის კომენტარი კუკეშთან 5:2 გამარჯვების შემდეგ

"ტორპედოსა" და "კუკეშის" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"გამარჯვებით ბედნიერები ვართ. შესაძლებელი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

ბოლო წუთებზე, კუკეშმა თავისი კბილები გამოაჩინა, ამიტომ გასვლით შეხვედრაში ადვილი მატჩი ნამდვილად არ გველის.

მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და ბოლომდე მხარში დაგვიდგა.

რაც შეეხება კობახიძის ტრავმას, მას გადაღ​ლილობა შეეტყო და იმიტომ შევცვალეთ. ხურცილავას თამაშით კი უკმაყოფილო არ ვარ. 

კუკეშის თამაშში ის დავინახე, რომ წინა მატჩებთან შედარებით, ისინი შეტევაში აქტიურად გადადიოდნენ", - აცხადებს ჩხეტიანი.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ტორპედოსა" და "კუკეშს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები