კაპანაძე: "განმეორებითი მატჩის წინ, შანსებს 60-40-ზე შევაფასებდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაპანაძე: "განმეორებითი მატჩის წინ, შანსებს 60-40-ზე შევაფასებდი"


კაპანაძე:

"კუკეშთან" მოგებული 5:2 მატჩი ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ შეაფასა.

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მეორე მატჩის წინ, კომფორტული ანგარიში დავაფიქსირეთ, თუმცა ბოლოს უაზრო პენალტი ავიკიდეთ და დასანანი გოლი გავუშვით.

ვფიქრობ, 5:1 რომ მორჩენილიყო, უფრო კარგი იქნებოდა. განმეორებითი მატჩის წინ, შანსებს 60:40-ზე შევაფასებდი", - აცხადებს კაპანაძე.

მოგეხსენებათ, კაპანაძე ამ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები