კვასხვაძე: "ტორპედო არ დაუშვებს იმას, რომ 5:2 უპირატესობა გაანიავოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კვასხვაძე: "ტორპედო არ დაუშვებს იმას, რომ 5:2 უპირატესობა გაანიავოს"


კვასხვაძე:

ქუთაისის "ტორპედოს" კაპიტანმა როინ კვასხვაძემ "კუკეშთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

"სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ისიამოვნა. ფაქტია. ტორპედო იზრდება, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგსაც მივაღ​წიეთ.

ბოლოს კი ცოტა დაღ​ლა შეგვეტყო. წინ განმეორებითი მატჩია, სადაც ასევე უნდა ვიბრძოლოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

მეორე გოლის დროს, ცოტა კონცენტრაცია დაგვაკლდა. შევეცდებით, ეს შეცდომები გამოვასწოროთ. ტორპედო არ დაუშვებს იმას, რომ 5:2 უპირატესობა გაანიავოს", - აცხადებს კვასხვაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები