"იმედია გამიგებთ" - ტიბო კურტუა ჩელსის ქომაგებს გამოემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"იმედია გამიგებთ" - ტიბო კურტუა ჩელსის ქომაგებს გამოემშვიდობა



მადრიდის "რეალის" ახალმა გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ, თავისი ყოფილი კლუბის ქომაგებს ოფიციალური წერილით მიმართა.

"მინდა, რომ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ლონდონის "ჩელსის", რომელსაც ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავება.

იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ნაწილი - დიდი სიხარულია. "ჩელსის" წყალობით ბავშვობის ოცნება ავისრულე - პრემიერ ლიგაში ვითამაშე.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ყოფილ თანაგუნდელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრს, რომელთან ერთადაც არანორმალური მომენტები გამოვიარე.

მადლობა ფანებს ფანტასტიკური მხარდაჭერისათვის. იმედი მაქვს, ისინი გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას, მე ხომ ბავშვებთან უფრო ახლოს ყოფნა მსურს.

"ჩელსის" მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ამ კლუბის ოჯახის წევრობა მართლაც დიდი პატივია", - აღნიშნა 26 წლის ბელგიელმა.

ტიბო კურტუა "ჩელსიმ" 2014 წლის ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოდან" დაიმატა და ის ეგრევე გუნდის ძირითადი მეკარე გახდა. ამ ზაფხულს კი "სამეფო კლუბმა" ტიბო 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი ტიბო კურტუა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები