სანჩესი: "გამარჯვებების დრო მოვიდა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სანჩესი: "გამარჯვებების დრო მოვიდა!"


სანჩესი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი, ალექსის სანჩესი, ახალ სეზონს საკმაოდ დიდი ამბიციებით ხვდება.

"სეზონისათვის მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით დავასრულე და იმედი მაქვს, "ლესტერთა" თამაშისთვის ფორმაში ვიქნები.

"მანჩესტერ იუნაიტედში" პირველი 5 თვე ადაპტაცია გავიარე და ახლა გამარჯვებების მოპოვება მსურს. საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად განვაწყობ.

ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება და ტიტულების მოგება მინდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საუკეთესოებს უნდა გაუწიოს კონკურენცია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის დიდი გუნდი, რომელიც ყველა მატჩში დომინანტი უნდა იყოს", - განაცხადა 29 წლის ჩილელმა.

ალექსისი მანკუნიანელებს ამ წლის იანვარში შეუერთდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი არც ისე წარმატებული გამოუვიდა - პრემიერ ლიგის 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონი დღეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერ სიტის" დაპირისპირებით იხსნება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები