მაგიური შოუ - ვილიარეალმა კასორლა ორიგინალურად წარადგინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მაგიური შოუ - ვილიარეალმა კასორლა ორიგინალურად წარადგინა [VIDEO]


მაგიური შოუ - ვილიარეალმა კასორლა ორიგინალურად წარადგინა [VIDEO]

33 წლის ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი, სანტი კასორლა, მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და იქ საკმაოდ საინტერესო დახვედრა მოუწყვეს.

კასორლამ ამ ზაფხულს ლონდონის "არსენალი" დატოვა და "წყალქვეშა ნავს" უფასოდ შეუერთდა. სანტიმ ესპანურ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუშინ "ვილიარეალმა" "ელ მადრიგალზე" მისი ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო და კასორლა ქომაგებს საკმაოდ ორიგინალურად, ილუზიონისტის ნომრით, წარუდგინა.

სანტი კასორლა "ვილიარეალის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2003-06 და 2007-11 წლებში ასპარეზობდა. ყვითელი მაისურით მას 228 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

სანტი კასორლას ორიგინალური წარდგენა


ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები