ოფიციალურად: რეალმა განაპირა მცველი გაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: რეალმა განაპირა მცველი გაუშვა


ოფიციალურად: რეალმა განაპირა მცველი გაუშვა

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გუნდის განაპირა მცველის განათხოვრება დაადასტურა.

20 წლის ესპანელი მარცხენა მცველი, თეო ერნანდესი, მომდევნო სეზონს იჯარის წესით "რეალ სოსიედადში" ჩაატარებს.

თეო ერნანდესი "სამეფო კლუბმა" გასული წლის ზაფხულში შეიძინა, მაგრამ მარსელოას კონკურენცია ვერ გაუწია და მხოლოდ 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ახლა ნიჭიერი ესპანელი მოთამაშე "სოსიედადში" სათამაშო პრაქტიკის მიღებას და მადრიდში უფრო ძლიერი დაბრუნებას შეეცდება.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები