კლოპი: "მირჩევნია "ლუზერი" ვიყო, ვიდრე რამოსის მსგავსად მოვიგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "მირჩევნია "ლუზერი" ვიყო, ვიდრე რამოსის მსგავსად მოვიგო"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გერმანულ პრესასთან საუბრისას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი სკანდალური ეპიზოდი დაწვრილებით განიხილა.

"მე ნებისმიერი გზით გამარჯვების მოპოვება არ მსურს.

რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდე და ტიტულს სხვადასხვა მიზეზების გამო ნამდვილად არ დავაბრუნებდი.

ცხადია, რამოსისგან ტიტულის ჩაბარებას არ ველი, უბრალოდ უკეთესი იქნება თუ ის გარკვეულ სიტუაციებში თავის ქმედებას გაიაზრებს და უფრო ღირსეულად იმოქმედებს.

შესაძლოა ეს შემთხვევითობა იყო, მაგრამ მო სალაჰი მოედნიდან მაშინ გაიყვანეს, როდესაც ის თავისი საფეხბურთო კარიერის პიკში იმყოფებოდა და შუა მოედანზე დარჩა ატირებული.

ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ასეთები ხდება. თუმცა თუ ჩვენს შვილებს ამ მესიჯს ვუგზავნით და ვეუბნებით, რომ გამარჯვების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო, მაშინ ბედნიერი ვიქნები თუ ამ პლანეტას 40 წელიწადში დავტოვებ.

ვარ თუ არა კარგი დამარცხებული? არა. თუმცა "რეალთან" მატჩისწინა მოსამზადებელი ეტაპის დროს რამოსზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ მისი სიმულაცია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ხუან კუადრადოს გაძევება გამოიწვია.

ცხადია, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებდა. ამაზე არავის არაფერი უთქვამს, უბრალოდ გინდათ ბევრი რამოსის მსგავსი ქმედება იხილოთ? ვფიქრობ, არა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სამეფო კლუბთან" 1:3 დამარცხდა და მოჰამედ სალაჰმა პირველ ტაიმში სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ მიიღო მხრის დაზიანება, რომლის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა.

მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის შეჯახება ჩემპიონთა ლიგის ფინალში



ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები