"სიტის ფული აღარ აქვს" - გვარდიოლამ სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"სიტის ფული აღარ აქვს" - გვარდიოლამ სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა



"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ამ ზაფხულს მისი გუნდის არც თუ ისე აქტიური სატრანსფერო კამპანია შეაფასა.

"მოთამაშეებმა ამ ორ სეზონში დამანახეს, რომ მათი ნდობა შეგვიძლია, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს.

გასულ სეზონში უკვე მქონდა ნათქვამი, რომ ყოველთვის დიდ თანხას ვერ დავხარჯავდით. იყო პერიოდი, როდესაც მართლაც ბევრი დავხარჯეთ, რადგან ეს საჭირო იყო და 7-8 ასაკოვანი მოთამაშე უნდა შეგვეცვალა.

ამ გუნდით ძალიან ბედნიერი ვარ და უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მეტი ფული არც გვაქვს. დიახ, ეს სიმართლეა - "სიტიმ" ფინანსური რესურსი ამოწურა.

შესაძლოა მომდევნო სეზონისთვის უფრო მეტი ფულის დახარჯვაც შეგვეძლო, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეები დავაწინაურეთ, ამიტომ აქტიურები აღარ ვიყავით", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონებმა ამ ზაფხულს მხოლოდ 1 ტრანსფერი განახოციელეს - "ლესტერ სიტის" ალჟირელი ვინგერი, რიად მაჰრეზი, 68 მილიონ ევროდ დაიმატეს.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები