ბონუჩიმ მისსა და ალეგრის ურთიერთობას ფარდა ახადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩიმ მისსა და ალეგრის ურთიერთობას ფარდა ახადა


ბონუჩიმ მისსა და ალეგრის ურთიერთობას ფარდა ახადა

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო ალეგრისა და ქომაგებთან ურთიერთობის დალაგებაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, საფეხბურთო სეზონის მსვლელობისას იყო განხილვები. ალეგრის არაერთხელ შევხვდი - მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ჩვენ ერთმანეთს მართლაც კარგად ვუგებთ და ცივილიზებული ადამიანები ვართ.

ლონდონში 11 საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოვებაზე საკუთარი პრიზი მთავარ მწვრთნელს მივუძღვენი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ პროგრესს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიე.

მოკლედ, ჩვენს შორის ურთიერთგაგების პრობლემა არ არის. გაცილებით რთული იქნება კვლავ კარგი ურთიერთობის დამოყალიბება "იუვენტუსის" გულშემატკივრებთან.

მატჩის დასრულების შემდეგ ყოველთვის მათთან მივდიოდი მადლობას გადასახდელად. გასულ წელს კი წასვლის გადაწყვეტილება, რომელიც რთული იყო, მივიღე. ყოველთვის მძიმეა საკუთარი სახლის დატოვება", - აღნიშნა ბონუჩიმ.

2016/17 წლების სეზონის მეორე ნახევარში ლეო ბონუჩისა და მაქსი ალეგრის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ბევრი იწერებოდა, ხოლო სეზონის ბოლოს ბონუჩიმ გუნდი დატოვა.

31 წლის იტალიელმა "მილანში" ერთი სეზონი დაჰყო და კვლავ ტურინულ გრანდს დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები