პრემიერ ლიგის ახალწვეული, რომელმაც 100 მილიონი ევრო დახარჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგის ახალწვეული, რომელმაც 100 მილიონი ევრო დახარჯა


პრემიერ ლიგის ახალწვეული, რომელმაც 100 მილიონი ევრო დახარჯა

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არც ისეთი ცხელი და გიჟური გამოდგა, როგორც წინა წლებში მივეჩვიეთ, მაგრამ იყო ერთი გამორჩეული შემთხვევაც.

ლონდონის "ფულჰემმა", რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგას 4 წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა, ტრანსფერებში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ", ვიცე-ჩემპიონმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ლონდონის "ტოტენჰემმა".

"ფულჰემმა", საერთო ჯამში, ამ ზაფხულს 12 მოთამაშე დაიმატა და 101.7 მილიონი ევრო დახარჯა. ლონდონელებმა არაერთი ცნობილი მოთამაშე დაიმატეს: სერხიო რიკო, კალუმ ჩემბერსი, ჟან მიშელ სერი, ანდრე შურლე და ლუსიანო ვიეტო.

ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი 49 წლის სერბი სპეციალისტი, სლავიშა, იოკანოვიჩი, გახლავთ. პრემიერ ლიგის პირველ ტურში, 11 აგვისტოს, "ფულჰემი" შინ "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

"კრევინ კოტეჯზე" საკმაოდ საინტერესო და ძლიერი გუნდი შეიკრა, ასე, რომ პრემიერ ლიგის ერთგულო მაყურებლებო, "ფულჰემისთვის" თვალ-ყურის მიდევნება, არ გამოგრჩეთ.

ლონდონის "ფულჰემის" მიერ ამ ზაფხულს განხორციელებული ყველა ტრანსფერი:
პრემიერ ლიგის ახალწვეული, რომელმაც 100 მილიონი ევრო დახარჯა

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები