ბონუჩი რონალდუს ტრანსფერს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩი რონალდუს ტრანსფერს გამოეხმაურა


ბონუჩი რონალდუს ტრანსფერს გამოეხმაურა

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, კრიშტიანუ რონალდუს იტალიაში გადაბარგებით ძალიან კმაყოფილია.

"წინა სეზონების გათვალისწინებით, რონალდუსთან ერთად მადრიდის "რეალთან" შეხვედრებს 0:1 ანგარიშიდან მაინც არ დავიწყებთ.

რონალდუსთან ერთად ვარჯიში - გუნდის თითოეული წევრისთვის მოტივაციაა. ის ბიძგს გაძლევს, ყოველთვის კონცენტრირებულია და ის "იუვენტუსის" დონეს აუცილებლად აწევს", - აღნიშნა 31 წლის იტალიელმა.

"ბებერმა ქალბატონმა" მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი 112 მილიონ ევროდ შეიძინა, მოგვიანებით კი "მილანიდან" ლეო ბონუჩი დაიბრუნა.

კრიშტიანუ რონალდუმ "სამეფო კლუბის" მაისურით ტურინულ გრანდს 7 თამაშში 10 გოლი გაუტანა.

ასევე იხილეთ:

არსენალი გაიყიდა - 550 მილიონი ფუნტი

ალისონის რეკორდი მოიხსნა - ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპაა

რეალმა ინტერს მინიშნება გაუკეთა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები