Goal.Ge

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?


ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ჟოზე მოურინიო - წლევანდელი ზაფხულის ყველაზე სევდიანი პერსონაჟი. თავდაპირველად მას მოუწია ამერიკულ ტურნეში გამგზავრება გუნდის ლიდერების გარეშე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმეტესობა მათგანს დასვენება ეკუთვნოდა.

პრემიერ ლიგის სტარტისთვის კი პორტუგალიელმა ვერ მოასწრო "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე პრობლემური ზონის - დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება. რატომ ჩააგდეს "წითელმა ეშმაკებმა" სატრანსფერო ფანჯარა? განვიხილოთ დეტალურად.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ვისი დამატება სურდა მოურინიოს?

"Independent"-ს თუ დავუჯერებთ, პორტუგალიელის შორტ ლისტში 5 ფეხბურთელი ფიგურირებდა - ორი განაპირა მცველი, ცენტრალური მცველი, ვინგერი და ცენტრალური ნახევარმცველი. ივლისის ბოლოსთვის ჟოზე უკვე 2 მოთამაშეს ნატრულობდა.

ვინ მოვიდა?

ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. ივნისში ედ ვუდვორდს არ დაენანა თითქმის 50 მილიონი ნაკლებად ცნობილი ბრაზილიელი საყრდენის - ფრედის სანაცვლოდ, შემდეგ კი 20 მილიონი დიოგო დალოტის შესაძენად.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ამის მერე "მანჩესტერის" სატრანსფერო კამპანია გაიყინა, თუ არ ჩავთვლით მეკარე ლი გრანტის გადმობირებას. მოურინიოს ჰაერივით სჭირდებოდა ცენტრალური მცველი, "იუნაიტედის" სახელს უკავშირებდნენ ბოატენგს, გოდინს, ალდერვეირელდს, მინასა და მაგუაირს, თუმცა ვუდვორდმა ვერ გაიფორმა ერთი მათგანიც კი.

რატომ აკრიტიკებენ ვუდვორდს?

ედი შორს არის ფეხბურთისგან და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მთავარი ნაკლი. "მანჩესტერის" აღმასრულებელი დირექტორი კლუბის კომერციალიზაციაზე უფრო ზრუნავს ვიდრე ტიტულების მოგებასა და შედეგზე.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ვუდვორდს არ განუხორციელებია ტოპ-ტრანსფერები, სამაგიეროდ "იუნაიტედმა" იშოვა 3 ახალი სპონსორი - "Kohler"-ი, "MoPlay"-ი და "Chivas Regal"-ი. უხეშად რომ ვთქვათ, ედი თავის კლუბს უყურებს როგორც ბრენდს და არა საფეხბურთო გუნდს.

კონფლიქტი მოურინიოსა და ვუდვორდს შორის

ცნობილი ფაქტია, რომ აგვისტოს დასაწყისამდე ჟოზე თითქმის 17 დღის მანძილზე არ ეკონტაქტებოდა თავის უფროსს. მიზეზი იყო ისევ და ისევ კლუბის ინერტულობა სატრანსფერო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის "მანჩესტერული" კარიერის დასაწყისში, ვუდვორდი ზედმიწევნით ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს. ედმა გაიფორმა პოგბა, იბრაჰიმოვიჩი, მხითარიანი, ბაილი, ლუკაკუ, მატიჩი და ლინდელოფი. ერთადერთი. ვისზეც ინგლისელმა უარი თქვა იყო ივან პერიშიჩი.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

წელს ვუდვორდს გააჩნია უკვე საკუთარი ვექტორი გუნდის განვითარების საკითხში. "Guardian"-ის მტკიცებით, ედი არც კი ცდილობდა ცენტრალური მცველის გადმობირებას, რადგან მას მიაჩნია, რომ "მანჩესტერის" დღევანდელი შემადგენლობა არ იძლევა ამის საჭიროებას.

თუ ეს ფაქტი ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, მაშინ ინგლისელის არაკომპეტენტურობა მართლაც ნათლად ჩანს - სასაცილოა ბოატენგსა და გოდინზე უარის თქმა, როდესაც გუნდი სმოლინგის ან ჯონსის იმედად რჩება.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ანალოგიური რამ ფეხბურთელების გაშვების საკითხშიც მეორდება. მოურინიო აქტიურად ცდილობდა ანტონი მარსიალის მოშორებას, ფრანგით ინტერესდებოდა "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "ბაიერნი", თუმცა ვუდვორდმა გამორიცხა ერთ დროს "ახალ ტიერი ანრით" შერაცხული მოთამაშის გაშვება, მასში ხომ დიდი ფულია ჩადებული.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ერთიანი სტრატეგიული გეგმის არ ქონა

მოურინიოს არ უყვარს ახალგაზრდებსა და ჭირვეულ ვარსკვლავებზე ზედმეტი დროის დახარჯვა. პორტუგალიელს ყოველთვის სჭირდებოდა მუშა და უპრეტენზიო ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, როგორც მათ დამრიგებელი ეტყოდა.

სწორედ ამიტომ ითხოვდა ჟოზე პერიშიჩს ან ვილიანს, ვუდვორდი კი ამ დროს ილუზიებში ცხოვრობდა და არარეალურ ტრანსფერებზე ოცნებობდა. ედი ფიქრობდა რონალდუზე, ბეილზე, ნეიმარსა და მბაპეზე, რომელთა მაისურებზე "მანჩესტერი" ბევრად უფრო მეტს იშოვიდა ვიდრე იგივე ხორვატისაზე.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ნათელია, რომ აღნიშნულ ვარსკვლავებს "იუნაიტედს" მარტივად არავინ დაუთმობდა, ვილიანის ან იგივე პერიშიჩის გადმობირების იდეა კი საკმაოდ რეალურად ჩანდა. ვუდვორდის კიდევ ერთი ახირება იყო კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერი, მიზეზი - ამერიკულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მოპოვება.

დიახ, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი მართლაც მთავარი ვარსკვლავია აშშ-ს ნაკრებში, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით, რა პერსპექტივები ელოდებოდა მას "ოლდ ტრაფორდზე"? რით აღემატება კრისტიანი იგივე მარსიალს ან ლინგარდს? არაფრით, ეს არის უბრალოდ კომერცია.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

წლევანდელი სეზონი გვიჩვენებს თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება მოურინიოსა და ვუდვორდს შორის მომხდარი ცივი ომი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ "იუნაიტედს" ბევრად უფრო გლობალური ბრძოლები აქვს წინ, თანაც ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე. ვნახოთ, რას დაუპირისპირებენ "წითელი ეშმაკები" მრისხანე მეტოქეებს.

ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა - რატომ ვერ იყიდა მანჩესტერმა ცენტრალური მცველი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10