რონალდო საავადმყოფოში გადაიყვანეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდო საავადმყოფოში გადაიყვანეს


რონალდო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

42 წლის ყოფილი ფეხბურთელი ესპანეთში, კერძოდ კი იბიცაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მას პნევმინიის დიაგნოზი დაუსვეს.

გაცნობებთ, რომ რონალდომ მთელი ზაფხული იბიცაზე გაატარა. ის ამ ადგილის ხშირი სტუმარია და საკუთარი სახლიც აქვს.

პნევმონია (Wikipedia)
პნევმონია (ფილტვების ანთება) — ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთება, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.

პნევმონიების დაყოფა ფილტვის ანატომიური სტრუქტურების დაზიანების მიხედვით ხდება. ფილტვი, თავის მხრივ, შედგება წილებისაგან, წილი-სეგმენტებისგან, სეგმენტი კი წილაკებისაგან. მარჯვენა ფილტვი სამი ნაწილისაგან შედგება, მარცხენა კი ორისგან. დაზიანება შეიძლება განვითარდეს მთელ წილში - ეს წილოვანი, ანუ კრუპოზული, პნევმონიაა; წილის სეგმენტში — სეგმენტური პნევმონია, წილაკში კი კეროვანი, ანუ ბრონქოპნევმონია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები