Goal.Ge

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა


იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

2018 წლის 1 ივლისის მონაცემებით ტურინის "იუვენტუსის" აქციათა საკონტროლო პაკეტს (63.8%) ფლობს "EXOR N.V."-ი. კომპანია დარეგისტრირებულია ჰოლანდიაში, მისი დამფუძნებელია ლეგენდარული ჯოვანი ანიელი, ცნობილი ადვოკატის - ჯანი ანიელის ბაბუა.

"EXOR"-ის ისტორია 1927 წლიდან იღებს სათავეს, მას თავის მხრივ აკონტროლებს სხვა კომპანია - "Giovanni Agnelli B.V.", აქციების 52.99%-ით. დირექტორთა საბჭოში შედიან ანდრეა ანიელი და ჯონ ელკანი.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ეს არის მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, გასარკვევია თუ რეალურად რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც სათავეში უდგას "იუვენტუსის" მაკონტროლებელ ჰოლდინგს. "Giovanni Agnelli B.V." არის დახურული სააქციო საზოგადოება, რომელიც ჯანი ანიელიმ 1984 წელს დააფუძნა.

3 წლის შემდეგ უფლებები კომპანიაზე შემდეგ პირებმა გაიყვეს ერთმანეთში - თავად ჯანიმ, მისმა ძმამ უმბერტომ, ნაზების ოჯახმა (ტურინელი არისტოკრატები, რომლებიც ანიელების ნათესავები არიან) და "FIAT"-ის დირექტორთა საბჭომ.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ჯანი ანიელი თავის გარდაცვალებამდე რჩებოდა კომპანიის პრეზიდენტად, ანუ 2003 წლამდე. მის შემდეგ "Giovanni Agnelli B.V."-ს სათავეში ჩაუდგა უმბერტო, რომელიც აგრეთვე მოკვდა ერთ წელში.

2004-2010 წლებში კომპანიას აკონტროლებდა "FIAT"-ის დირექტორთა საბჭო, 2010-დან-დღემდე კი დახურულ სააქციო საზოგადოებას ხელმძღვანელობს ჯონ ელკანი. ახლა კი დროა გავერკვიოთ ანიელების ოჯახის თითოეული წარმომადგენლის საქმიანობაში და საიდან გაჩნდნენ ელკანები იტალიაში.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

საგვარეულოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი უპირობოდ არის ჯანი. თავის დროზე ის იყო ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, ჯონ კენედის მეგობარი, "Ferrari"-ის მეწილე და ცნობილი მექალთანე. ჯანის პამელა დიგბისთანაც კი ჰქონდა რომანი (უინსტონ ჩერჩილის შვილის მეუღლე). დღეს ჯანის ხუმრობით იტალიელ ტონი სტარკსაც კი ეძახიან.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

სწორედ მან დაუბრუნა "FIAT"-ის აქციები თავის ოჯახს და სწორედ მან აქცია "იუვენტუსი" ევროპული ფეხბურთის გრანდად. ჯანი წარმატებული ადამიანი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის შთამომავლებზე.

ანიელის ორი შვილი ჰყავდა, პირველი - ედოარდო, ლეგენდარული გვარის წარმომადგენელი, რომელსაც სულაც არ აინტერესებდა ეკონომიკა და ბიზნესი. ედოარდოს იტაცებდა მისტიციზმი. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე მან მიიღო ისლამი, რაც კათოლიკური იტალიისთვის სრული შოკი გამოდგა.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

2000 წელს ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით ედოარდომ თავი მოიკლა, თუმცა აგრეთვე არსებობს დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებული თეორია.

რაც შეეხება ჯანის მეორე მემკვიდრეს - მარგერიტას, ის ცოლად გაჰყვა ფრანგ მწერალს ალენ ელკანს, რომლისგანაც მას ჰყავს 3 შვილი - ჯონი, ლაპო და ჯინევრა. სწორედ აქედან იწყება კლანებს შორის დაპირისპირება და ჯანი ანიელის იმპერიის დაყოფა.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

აღსანიშნავია, რომ ჯანი არასდროს მოქმედებდა მარტო, მას ყოველთვის გვერდში ედგა ძმა უმბერტო. შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსის" წარმატებები სწორედ უმბერტოს სახელს უკავშირდება.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო "ბებერი ქალბატონის" პრეზიდენტი, რომელმაც გუნდში სივორი და ჩარლზი მოიყვანა. 90-იანების დასაწყისში უმბერტო კლუბში არნახული შედეგებით დაბრუნდა - ჯანის ძმამ "იუვე" ფაბიო კაპელოს ლეგენდარული "მილანის" ჩრდილიდან გამოიყვანა.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

უმბერტოს მოსვლამდე "ბიანკონერი" 8 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ანიელი-უმცროსმა შეცვალა ყველაფერი, ეს იყო ნამდვილი რევოლუცია. ბაჯო, ვიალი, მიულერი, ზიდანი, დეშამი, დავიდსი და კიდევ ბევრი სხვა სწორედ უმბერტოს უშუალო მონაწილეობის წყალობით მოვიდნენ "იუვენტუსში".

ახალგაზრდული გუნდიდან გადმოყვანილი იქნა ალესანდრო დელ პიერო, მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა მარჩელო ლიპიმ, სპორტული დირექტორის თანამდებობა კი ლუჩანო მოჯიმ.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

"ბებერი ქალბატონის" მწვერვალზე ყოფნამ 21-ე საუკუნის დასაწყისამდე გასტანა. შემდეგ იწყება წყვდიადი - ჯანის სიკვდილი და "კალჩოპოლი". ლეგენდარული ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით გადაეცა მარგერიტას, რის შედეგადაც გზა გაეხსნა ელკანების კლანს.

ფრანგი მწერლის შვილები სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდნენ "იუვენტუსზე", თუმცა ისინი არ იყვნენ "Giovanni Agnelli B.V."-ს აქციონერები, რის გამოც ელკანები ვერ შეძლებდნენ კლუბის მართვას დამოუკიდებლად.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ჯანის იმპერია ორ ნაწილად გაიყო - ერთ მხარეს იყვნენ ლაპო და ჯონ ელკანები. პირველი - ტურინულ ბომონდთან დროის გატარების მოყვარული. ერთხელ ლაპო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ერთ-ერთ ტრანსგენდერულ წვეულებაზე. მიზეზი - ნარკოტიკული ზედოზირება.

იმის შემდეგ ლაპო გააგდეს ოჯახიდან, ის ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად და პრინციპში აღარც დაბრუნებულა. მარგერიტას ვაჟს არაერთხელ უთქვამს, რომ მას არასდროს აინტერესებდა ფეხბურთი.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ჯონი უფრო ორგანიზებული ახალგაზრდა იყო. ის შევიდა "Giovanni Agnelli B.V."-ს დირექტორთა საბჭოში და შესაბამისად "იუვენტუსის" აქციონერიც გახდა. ასეთები არიან ელკანები.

საბედნიეროდ ანიელის იმპერიას ჰყავდა კიდევ ერთი მემკვიდრე - ჯანის ძმისშვილი, ანუ უმბერტოს ვაჟი - ანდრეა, ახალგაზრდა ბიზნესმენი ბრწყინვალე რეზიუმეთი. ანდრეა თავის დროზე წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა ისეთ მსხვილ კომპანიებში როგორიცაა - "Ferrari", "Philip Morris International"-ი, "Piaggio" და რა თქმა უნდა "FIAT"-ი.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ანიელი-უმცროსს მხარს უჭერდა ტურინის მთელი საფეხბურთო ელიტა. თავიდან "იუვენტუსი" ელკანების ხელში იყო, შედეგად კი მუდმივი მეექვსე-მეშვიდე ადგილი სერია ა-ში.

2010 წელს ჯონი მიხვდა, რომ ერთ დროს იტალიის საუკეთესო კლუბი განადგურების პირას იმყოფებოდა და მან პირადად გადაულოცა პრეზიდენტის პოსტი ანდრეას. თავად კი მხოლოდ "Giovanni Agnelli B.V."-ს აქციონერობით შემოიფარგლა.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

ანიელი-უმცროსის ხელში "ბებერი ქალბატონი" კვლავ მწვერვალზე დაბრუნდა - ზედიზედ 8 სკუდეტო და 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ეს ყველაფერი კი გენიალური ტოპ-ტრანსფერების თანხლებით.

იტალიაში ხუმრობენ, რომ ანიელის გვარის წარმომადგენლის გარდა "იუვენტუსს" სხვა ვერავინ უხელმძღვანელებს. ფაქტია, რომ კლუბის წარმატებები სწორედ ამ დინასტიას უკავშირდება. უცხო პირების ჩარევა "ბიანკონერის" არსებობაში ყოველთვის სავალალო შედეგებით მთავრდებოდა.

იუვენტუსის მმართველი კლანის ბნელი მხარე - შვილის სუიციდი, ნარკოტიკული ზედოზირება და კენედისთან მეგობრობა

უახლოეს მომავალში "შავ-თეთრებს" არ უწერიათ დაღმასვლა, რადგან ანდრეა მხოლოდ 42 წლის არის. შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსი" საიმედო ხელშია, თანაც დიდი ხნით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10